(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული განვითარება

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს იმას, რომ კომპანიებში დაგროვილი პრობლემები საბოლოოდ კრიზისის სახეს იღებს და ორგანიზაციის არსებობასაც კი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამის 2 მთავარი მიზეზი არსებობს:

• კომპანია იმდენად დიდ ყურადღებას უთმობს შიდა საკითხების დაგეგმვა-ორგანიზებას, რომ კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ცოტა რესურსი რჩება.
• ან პირიქით, იმდენად არის კლიენტებზე კონცენტრირებული, რომ შიდა ფაქტორების უყურადღებობა შიგნიდანვე ანგრევს მას. 

ჩემი საკონსულტაციო სერვისების მიზანია, კომპანია გახდეს თვითკონტროლირებადი ორგანიზმი, რომლის ყურადღების მაქსიმუმი კლიენტებსა და ცვლილებებთან ადაპტირებისკენაა მიმართული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა მართვითი სისტემების ხარისხისა და მენეჯერების მართვითი კომპეტენციების გაუმჯობესებით.

სამუშაო მეთოდიკა ითვალისწინებს დასავლეთ ქვეყნების წარმატებულ და თანამედროვე საკონსულტაციო პრაქტიკას. რაც მთავარია, ის განსხვავდება ტრადიციული საკონსულტაციო მიდგომისგან, რომელიც ორგანიზაციის წევრებისგან დამოუკიდებელ მუშაობას გულისხმობს. ჩემთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მმართველი გუნდი მაქსიმალურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, რაც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ შეიქმნას კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები, არამედ გაიზარდოს ორგანიზაციული კომპეტენციაც.

მიიღეთ 1 საათიანი უფასო ონლაინ კონსულტაცია ნებისმიერი თვის პარასკევს, 10 საათიდან 18 საათამდე თქვენთვის მოსახერხებელ დროს.