10 წლიანი მუშაობის პერიოდში ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ჩატარების გამოცდილება, საშუალებას მაძლევს დამკვეთს მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზო. რაც ყველაზე მთავარია: არასდროს ვატარებ ისეთი თემატიკის ტრენინგებს, რომლებთანაც პრაქტიკული შეხება არ მქონია. იმის გარდა, რომ ვიყენებ წარსულის გამოცდილებას, ნებისმიერ ახალ მეთოდიკას ვცდი და ვარგებ ქართულ რეალობაზე, ვამოწმებ მის ეფექტიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ ვუზიარებ მას სხვა ადამიანებს.
ყოველი ტრენინგის ჩატარებისას, ჩემი მიზანია მონაწილეებმა:
• შეძენილი ცოდნა და უნარები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენონ;
• მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ საკუთარი თავი და მუშაობის შედეგები;
• მოტივირებულნი, სხვა ადამიანებსაც დაეხმარონ განვითარებაში.
ტრენინგის დაკვეთა შეუძლიათ:
• ნებისმიერ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს;
• საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
• საინიციატივო ჯგუფებს.