(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული დიაგნოსტიკა

Lone wolf for business

რისთვის არის საჭირო ორგანიზაციული დიაგნოსტიკა?

ნებისმიერ ორგანიზაციას, განვითარების პროცესში, სხვადასხვა სახის პრობლემა უჩნდება. ნაწილი საჭიროა და მას კომპეტენციების შეძენაში ეხმარება, ნაწილი კი უდიდეს ზიანს აყენებს. ამ უკანასკნელის შედეგია კომპანიის გაუმართავი მუშაობა და შემოსავლების/მომგებიანობის შემცირება.

იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრები ამავე სისტემის ნაწილნი არიან, უჭირთ არსებული სისტემური პრობლემებისა და წყაროების ობიექტურად იდენტიფიცირება-შეფასება.

დიაგნოსტიკის ჰიბრიდული მეთოდის საშუალებით, გთავაზობთ, დაადგინოთ, რა მდგომარეობაშია თქვენი კომპანიის ,,ჯანმრთელობა“, რომლის შემდეგაც თავად გადაწყვეტთ, არის თუ არა თქვენს ბიზნესში ცვლილებების საჭიროება.

პროექტის დასრულების შემდეგ:

• გეცოდინებათ, რატომ არ ან ნელა იზრდება თქვენი ბიზნესი;
• გაიგებთ, რა გიშლით ხელს ორგანიზაციულ განვითარებაში;
• მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას ცვლილებების მართვაში;
• დაინახავთ ორგანიზაციული პრობლემების მოსაგვარებელ ეფექტიან გზებს;

მომსახურების ეტაპები

პროექტის ხანგძლივობაა 11-16 სამუშაო დღე (დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე).

მომსახურების პირობები

სერვისის საფასური დამოკიდებულია შემდეგ კომპონენტებზე:

• დამკვეთი კომპანიის საქმიანობა;
• შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა;

დამატებითი დეტალებისთვის, დამიკავშირდით ელ. ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.