ნებისმიერ კომპანიას, თავისი განვითარების თითოეულ ეტაპზე, შესაბამისი მართვის სტილი და კორპორატიული კულტურა სჭირდება. ერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ორგანიზაციაში საჭირო იყოს დემოკრატიული მართვა, ხოლო მეორე კი ავტორიტარულს მოითხოვდეს. არის სიტუაციები, როცა დამფუძნებელი აზიანებს საკუთარ ბიზნეს, სხვა შემთხვევაში კი მისი ყოფნა კომპანიაში კრიტიკულად მნიშნველოვანია. რა თქმა უნდა, არის სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს.
თუ კომპანიაში არ იმართა ორგანიზაციული განვითარების ეტაპები, ის აუცილებლად მივა კრიზისამდე. საბოლოოდ კი ისტორია დამთავრდება ორიდან ერთი სურათით: კომპანია გადალახავს კრიზისს და ეს ძალიან ძვირი დაუჯდება ან ბიზნესი საბოლოოდ მოკვდება.
აღნიშნული სერვისის მიზანია, შეფასდეს თქვენი კომპანიის განვითარების ეტაპი, გამოიკვეთოს მნიშნველოვანი პრობლემები და ეტაპობრივად-უმტკივნეულოდ ვუმკურნალოთ თქვენს ბიზნესს.