(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული განვითარება

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს, რომ ნებისმიერ კომპანიას წარამატებაში ხელს უშლის 2 მთავარი მიზეზიდან ერთ-ერთი:

• იმდენად დიდი ყურადღება ეთმობა შიდა საკითხების დაგეგმვა-ორგანიზებას, რომ კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ცოტა რესურსი რჩება.
• ან პირიქით, იმდენად უპირატესია კლიენტებზე კონცენტრაცია, რომ შიდა გამოწვევების უყურადღებობა, შიგნიდანვე ანგრევს ბიზნესს. 

ჩემი საკონსულტაციო სერვისების მიზანია, კომპანია გახდეს თვითკონტროლირებადი ორგანიზმი, რომლის ყურადღების მაქსიმუმი კლიენტებსა და ცვლილებებთან ადაპტაციისკენაა მიმართული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა მართვითი სისტემების ხარისხისა და მენეჯერების მართვითი კომპეტენციების გაუმჯობესებით.

სამუშაო მეთოდიკა ითვალისწინებს დასავლეთ ქვეყნების წარმატებულ და თანამედროვე საკონსულტაციო პრაქტიკას. რაც მთავარია, ის განსხვავდება ტრადიციული საკონსულტაციო მიდგომისგან, რომელიც ორგანიზაციის წევრებისგან დამოუკიდებელ მუშაობას გულისხმობს. ჩემთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მმართველი გუნდი მაქსიმალურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, რაც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ შეიქმნას კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები, არამედ გაიზარდოს ორგანიზაციული კომპეტენციაც.

• სამუშაო მეთოდი

სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა და ჩემგან მართვითი ინსტრუმენტების გადაცემა, საშუალებას გაძლევთ, საგრძნობლად გაიზარდოს თქვენი კომპეტენციები და ყოველი მსგავსი გამოწვევა გადალახოთ კონსულტანტისგან დამოუკიდებლად.

• შედეგები გაზომვადია

ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე, თქვენთან შეთანხმებულია ის გაზომვადი შედეგები, რომლებიც უნდა მიიღოთ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

• პროფესიონალიზმი

ჩემი პიროვნული თვისებები, პრინციპები, ფასეულობები, გამოცდილება და თეორიული ცოდნა, ერთიანობაში საშუალებას მაძლევს დავდო დროული და მაღალი ხარისხის შედეგები.

• მოქნილი ფასები

მომსახურების ფასების განისაზღვრისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დამკვეთის ფინანსური შესაძლებლობები.