(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული სტრუქტურა

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

როდის და რისთვის არის საჭირო განვითარდეს ორგანიზაციული სტრუქტურა?

კომპანიებში ძალიან ხშირია სისტემური პრობლემები, რომლებიც შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან: ხელმძღვანელები ვერ ახერხებენ საქმის სწორ დელეგირებას, ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაცია გაუმართავია, დეპარტამენტებს-ადამიანებს კარგად არ ესმით საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, იდეები არ მოძრაობს ქვემოდან ზევით და ა.შ. თუ ეს უსასრულოდ გაგრძელდა, საბოლოოდ ორგანიზაცია „ჩამოიშლება“, რადგან ადამიანები პროდუქტიულად ვერ მუშაობენ და ყოველი დღე ქაოტურია.

იმისთვის, რომ კომპანიამ პროაქტიულად მიაღწიოს თავის მიზნებს, მას სჭირდება მისსავე საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი. ის კომპანიას საშუალებას აძლევს მობილურად იმოქმედოს გარემოსთან, ეფექტიანად წარმართოს საკუთარი ძალისხმევა მიზნების მიღწევის და კლიენტების დაკმაყოფილების მიმართულებით.

რა სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას მისივე სტრუქტურის ფორმირება?

🔵 ყველამ იცის საკუთარი როლი კომპანიაში და მაქსიმალურად კონცენტრირებულია მის შესრულებაზე;
🔵 როგორც გარედან შემოსული, ისე შიგნით არსებული ინფორმაცია არ იკარგება და მიეწოდება კომპეტენტურ ადამიანებს;
🔵 იზდება პერსონალის მოტივაცია და შრომითი კმაყოფილება;
🔵 მაქსიმალურად იზოგება და მიზნობრივად იხარჯება ფინანსური, ინტელექტუალური და სხვა რესურსები.

მომსახურების მიიღების შემდეგ, დამკვეთს აქვს:

🔵 ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი;
🔵 სტრუქტურული ერთეულების დებულებები: მიზნები, ამოცანები, პასუხისმგებლობები.
🔵 თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქცია;

სერვისის ღირებულება დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე, ზომაზე, სამუშაოს მოცულობასა და შესრულების ვადაზე.