მაღალი რგოლის მენეჯმენტი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და მასში მომუშავე დასაქმებულებისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდება, რომლებმაც ბიზნესის წარმატება უნდა უზრუნველყონ. თავის მხრივ, თანამშრომლებს მოლოდინი აქვთ, რომ მათი შრომა დაფასდება, რის შედეგადაც მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ა.შ. მიუხედავად ასეთი ნორმალური და სწორი მოლოდინებისა, ხშირ შემთხვევაში მხარეები უკმაყოფილოები არიან ერთმანეთისგან. ამის რამდენიმე ტრადიციული მიზეზი არსებობს:
• არსებული სამოტივაციო სქემები მიბმულია მხოლოდ ხელფასებსა და ბონუსებზე;
• ნაცვლად შინაგანი მოტივატორების შენარჩუნებისა, ხდება გარეგან მოტივატორებზე რესურსების ხარჯვა;
• შეფასების კრიტერიუმები დგინდება ცალმხრივად ან/და ბუნდოვანია;
• თანამშრომლებში ეს სისტემა აღქმულია მხოლოდ კონტროლის მექანიზმად;
• შემუშავებული სისტემა არ ერგება კორპორატიულ კულტურას;
აღნიშნული სერვისის მიზანია ერთიან სისტემაში მოაქციოს თანამშრომლის შინაგანი და გარეგანი მოტივატორები, რომლებიც გაზრდიან მის პროდუქტიულობას კომპანიაში.
პროექტის დასრულების შემდეგ, გექნებათ:
• შეფასების სისტემა;
• სახელფასო სისტემა;
• დაწინაურების სისტემა;
• განვითარების სისტემა;
• დემოტივაციის პრევენციის მექანიზმები;