(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ბიზნესის იდენტობა და სტრატეგია

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

როცა კომპანია ოპერატიულ მართვაზეა აწყობილი, პრიორიტეტული მხოლოდ დღევანდელი საჭიროებებია ხოლმე. არავინ ფიქრობს გრძელვადიან წარმატებაზე და შესაბამისად, არ არსებობს გრძელვადიანი მიზნები/გეგმები. ამის შედეგად, კომპანია ზრდის ბაზრიდან გაქრობის რისკებს, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნათა ცვლილებით, არამედ კონკურენციის ზრდითა და პარტნიორების/ინვესტორების მხრიდან ინტერესების გადაფასებით.

ბიზნესის წარმატებისთვის, ყოველთვის დგება დრო, როცა კომპანია ოპერატიული მართვიდან უნდა გადავიდეს სტრატეგიულზე. შინაარსობრივად ეს გულისხმობს: ყოველდღიური რუტინის პარალელურად, აკეთებდე დღეს ისეთ საქმეებსაც, რომლებიც მომავლის გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარებიან.

საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, TOP მენეჯერებს დაგეხმარებით სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და დანერგვაში.

ბიზნესის იდენტობის და სტრატეგიული გეგმის მთავარი სარგებელია:

• გრძელვადიან პერსპექტივაში, კლიენტების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა;
• კლიენტებისთვის ახალი ღირებულებების შეთავაზება-მიწოდება;

• კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება/ზრდა;
• ცვლილებებთან ადაპტაცია;
• მენეჯერების მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებები;
• ახალი და ინოვაციური იდეების ზრდა;

პროექტის ხანგძლივობაა 30-60 სამუშაო დღე (დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე).

სერვისის საფასური დამოკიდებულია შემდეგ კომპონენტებზე:

• დამკვეთი კომპანიის საქმიანობა;
• შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა;

დამატებითი დეტალებისთვის, დამიკავშირდით ელ. ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.