(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

კანდიდატების გულწრფელი პასუხები გასაუბრებაზე

იყო შერჩევის სპეციალისტი, ნიშნავს სიღრმისეულად და მოკლე დროში ხედავდე ადამიანის ფიქრებს, ემოციებს, გამოცდილებას, ცოდნას და ა.შ. მათ შორის ისეთ კომპონენტებს, რომელთა დამალვასაც კანდიტატები მთელი მონდომებით ცდილობენ. შერჩევის სპეციალისტები კი ვამჩნევთ როდის გვატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევთ ხოლმე. მოდით გადავინაცვლოთ პარალელურ სამყაროში და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ე.წ. მანიპულატორი კანდიდატების გულწრფელი პასუხები შერჩევის სპეციალისტის კლასიკურ და უკვე მოძველებულ …

ორგანიზაციის განვითარება

როგორ შევარჩიოთ ტრენინგი, ტრენერი და ტრენინგ ცენტრი

საბედნიეროდ, დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ის, რომ ორგანიზაციები თანამშრომელთა კომპეტენციის გაზრდაში ფულად რესურსებს ხარჯავენ. სწავლების ყველაზე მოთხოვნადი ფორმა კი ტრენინგებია. ბაზარზე არჩევანი დიდია როგორც ტრენინგ ცენტრების, ისე დამოუკიდებელი ტრენერების კუთხით. ჩემი დაკვირვებით, ორგანიზაციები თანამშრომლობის გადაწყვეტილებას სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით იღებენ ხოლმე, რამაც გადამაწყვეტინა ამ კუთხით სასარგებლო რჩევები შემომეთავაზებინა. პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ტრენინგ-კურსმა 3 ძირითადი …

არაეფექტური თანამშრომლის 3 ტიპი კომპანიაში

ნებისმიერი ხელმძღვანელი ვალდებულია პატივი სცეს თავისი გუნდის წევრებს და დაეხმაროს მათ განვითარებაში. თუმცა, ყველანაირი შრომა წყალში იყრება, როცა ძალისხმევა არაეფექტურ თანამშრომლებზეა მიმართული. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც უხარისხოდ ან იშვიათად აკეთებენ თავის საქმეს და კომპანიისთვის არა მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელი მოაქვთ, არამედ აზიანებენ კორპორატიული კულტურის ჯანსაღ განვითარებას. დღეს მინდა თანამშრომლის 3 ასეთ ტიპზე გესაუბროთ:

დროის მართვის რამდენიმე პრინციპი

დრო არასდროს იყო საკმარისი, მაგრამ დღეს ეს პრობლემა მოზღვავებული ინფორმაციის, სოციალური ქსელებისა და სამსახურში ფუნქცია-მოვალეობების მუდმივი ცვლილებების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. დროის არასწორად მართვის გამო, ადამიანები უწყვეტი სტრესის ქვეშ დღემდე ცხოვრობენ; ვერ ახერხებენ დასვენებას; სამუშაოს ხშირად ვერ ასრულებენ დადენილ ვადებში და ა.შ.