599 30 61 90
giga@tchanturia.ge

საოპერაციო მართვა

თქვენი კომპანიის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის!

საოპერაციო მართვა მოკლევადიან ამოცანებზეა ფოკუსირებული. ის უზრუნველყოფს გაყიდვების შედეგებს და არსებულ კლიენტთა მოთხოვნების ეფექტურ დაკმაყოფილებას.

მიზეზი, რის გამოც კომპანიაში გაყიდვები ფერხდება, სხვადასხვა შეიძლება იყოს: კლიენტისთვის მისაწოდებელი ღირებულება არ არის ჩამოყალიბებული, გაყიდვების პოლიტიკა ან სამუშაო მეთოდი არ განსხვავდება კონკურენტებისგან, გაყიდვების პერსონალის ხშირი გადინებაა და ა.შ.

ჩემი მხარდაჭერა თქვენი გაყიდვების განვითარებისთვის, დაგეხმარებათ ორგანიზაციიული ფუნქციები “მარკეტინგი” და “გაყიდვები” მოაქციოთ ერთიან სისტემაში, რითაც გააუმჯობესებთ გაყიდვების მაჩვენებელს.

პროექტის შედეგები:

• კონკურენტების და საკუთარი ძალები შეფასებულია;
• პროდუქტების/სერვისების ფასეულობები განახლებულია;
• გაყიდვების პოლიტიკა და პროცესი განსაზღვრულია;
• მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტები დაორგანიზებულია;
• სამოტივაციო სქემა განახლებულია;

კლიენტები უარს ამბობენ კომპანიასთან ურთიერთობაზე, როცა არ იღებენ დაპირებულს. მათი უკმაყოფილება კი საშუალოდ 5 ადამიანისთვის ხდება ცნობილი, რაც ახალი კლიენტების შეძენის ბარიერია.

იმისთვის, რომ კლიენტებმა დროულად და შესაბამისი ხარისხით მიიღონ პროდუქტის ან მომსახურების სარგებელი, აუცილებელია, გაიწეროს ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესი და დაინერგოს ყოველდღიურობაში.

პროექტის შედეგები:

• გარე და შიდა კომუნიკაციები გამართულია;
• გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარებულია;
• პროცესების რუკა შედგენილია;

ყველა გეგმა გაყიდვებსა თუ სამუშაო პორცესებზე ფურცელზე დაწერილად დარჩება, თუ ის არ აღასრულა შესაბამისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანმა.

მომსახურების ფარგლებში, დაგეხმარებით გადაწყვეტილებების მიღებაში (ვინ, სად და რამდენი გჭირდებათ) და თქვენი სურვილის შემთხვევაში, Job Deal-თან ერთად გაგიწევთ რეკრუტინგულ მომსახურებას.

პროექტის შედეგები:

• რეკრუტინგის პროცესი გაწერილია;
• ძირითადი გუნდი დაკომპლექტებულია;