(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

კანდიდატების გულწრფელი პასუხები გასაუბრებაზე

Lone wolf for business

იყო შერჩევის სპეციალისტი, ნიშნავს სიღრმისეულად და მოკლე დროში ხედავდე ადამიანის ფიქრებს, ემოციებს, გამოცდილებას, ცოდნას და ა.შ. მათ შორის ისეთ კომპონენტებს, რომელთა დამალვასაც კანდიტატები მთელი მონდომებით ცდილობენ. შერჩევის სპეციალისტები კი ვამჩნევთ როდის გვატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევთ ხოლმე.

მოდით გადავინაცვლოთ პარალელურ სამყაროში და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ე.წ. მანიპულატორი კანდიდატების გულწრფელი პასუხები შერჩევის სპეციალისტის კლასიკურ და უკვე მოძველებულ კითხვებზე.

რატომ გინდათ მუშაობა ჩვენს ორგანიზაციაში?

  • მე ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე სად მინდა. ყველა კომპანიაში დავდივარ;
  • ახლა კრიზისი მაქვს და ფული მჭირდება. სულ ერთია სად ვიმუშავებ;
  • თქვენს საიტზე წერია, რომ ბაზრის ლიდერი ხართ, თუმცა თქვენზე არასდროს მსმენია;
  • თქვენს დაწესებულებასთან ახლოს ბინა ვიქირავე.
  • აქ ახლობელი მყავს, რომელიც მფარველობას გამიწევს.

რამდენი გსურთ, რომ თქვენს მუშაობაში გადაგიხადოთ?

  • პირველად თქვენ მითხარით, თორემ შეიძლება იმაზე ნაკლები ვთქვა, ვიდრე თქვენ ვარაუდობთ;
  • წელიწადში 24 000 მინდა, მაგრამ იყოს 10 000 იმისთვის, რომ მერე გითხრათ: 10 000-ად ჩემგან მეტს მოელოდით?!
  • ჩემს შეყვარებულზე მეტი, იმისთვის რომ შემდეგ ეს ფაქტი მას ყოველთვის შევახსენო;

კითხვები თქვენს რეზიუმეზეც მაქვს:

  • აქედან რაღაცები სიმართლეა და დანარჩენი უბრალოდ მოვიგონე;
  • ჯობია ჩემს ახლობელს ჰკითხოთ, მან დამიწერა;
  • მანდ ბევრი გაუგებარი სიტყვა ჩავწერე, თითქოს ძალიან ჭკვიანი ვარ;
  • არც კი წამიკითხავს, უბრალოდ ინტერნეტიდან გადმოვიწერე;

განათლება სად მიიღეთ?

  • ჰარვარდი დავამთავრე – იმედია გადამოწმებას არ აპირებთ;

თქვენი წინა სამუშაო პოზიცია რა ფუნქცია-მოვალეობებს ითვალისწინებდა?

  • მოვდიოდი 9 საათზე, არაფერს ვაკეთებდი და 18 საათზე მივდიოდი;
  • უფროსს ვეპირფერებოდი;
  • შრომის დაბალ ანაზღაურებაზე ვწუწუნებდი;
  • არავინ არაფერს მიხსნიდა, ამიტომ ვიჯექი და ლამაზად ვიღიმოდი;
  • ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რომ შემეძლოს, არც გამაგდებდნენ;

რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი?

  • მხიარული ვარ. უარყოფითი მხარეების დათვლა კი მიჭირს;
  • როცა მძინავს არ ვხვრინავ, ამიტომ სამსახურში არავის შევაწუხებ;
  • მე ჩამშვები ვარ და ყველა ჩემს კოლეგას დავასმენ;

სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?

  • დაახლოებით 7 თვე მოვეწყობი და მერე დეკრეტულ შვებულებას ავიღებ;
  • თქვენთან იქამდე ვიმუშავებ, სანამ ჩვენს საყვარელ კომპანიაში ვაკანსია არ გამოჩნდება;
  • თქვენი ადგილის დაკავება მინდა;

წინა სამსახურიდან რატომ წამოხვედით?

  • გამაგდეს, უბრალოდ განცხადება დავწერე, თითქოს ჩემი ნებით წამოვედი;
  • ჯერ არც წამოვსულვარ – იქნებ თქვენთან უარესი სიტუაციაა;
  • მომბეზრდა უცხო ბიძიაზე მუშაობა – თქვენთან კი ახლობელი მყავს.

თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე კითხვები?

  • ყავის აპარატი ჩემი სამუშაო ადგილიდან შორს არის?