(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

სტარტი გაყიდვებში

Lone wolf for business

პრაქტიკა მოწმობს იმას, რომ დამწყებ და გამოუცდელ გამყიდველს თავიდანვე სჭირდება სწორი დამოკიდებულების ფორმირება საკუთარი საქმის მიმართ და ისეთი ცოდნა-უნარების შეძენა, რომლებიც დაეხმარება მას მინიმუმ წარმატებული სტარტის შესრულებაში. ეს უკანასკნელი ფაქტი არის ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტი იმისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს გაყიდვებში პერსპექტივა და გრძელვადიანად იმუშაოს გაყიდვების პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე. სხვა შემთხვევაში, ის ვერ უძლებს პირველივე წარუმატებლობას, უვარება მოტივაცია და თავს ანებებს ამ სფეროში კარიერის გაკეთებას. 

ტრენინგ-კურსის მიზანი: 

მონაწილეების დახმარება წარმატებით გაყიდონ პროდუქტი, რომელსაც სთავაზობს კომპანია საკუთარ პოტენციურ მომხმარებლებს.

ტრენინგ-კურსის ამოცანა: 

მონაწილეებმა შეისწავლონ გაყიდვებში ყველა საბაზისო მეთოდიკა და შეძლონ მათი პრაქტიკაში აქტიური გამოყენება.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა იციან:

🎯 გაყიდვების წარმატებული მენეჯერის გამოწვევების შესახებ;
🎯 ეფექტიანი გაყიდვების საბაზისო ტექნიკები;
🎯 საკუთარი სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების მეთოდები;

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ:

🎯 გაყიდვების სასტარტო გეგმის წარმატებით შესრულებაზე მუშაობა;
🎯 პროფესიონალი გამყიდველის პოტენციალის განვითარება;
🎯 სხვადასხვა ტიპის კლიენტთან ურთიერთობა;

ორგანიზაციის სარგებელი:

✅ აქვს მეტი პოტენციალი ახალი ტალანტების გასაზრდელად;
✅ უმჯობესდება წარმატებული გარიგებების რაოდენობა;
✅ იზიდავს მეტ ტალანტს, რადგან ტრენინგი დამატებითი ბენეფიტია.

სამიზნე ჯგუფი: 

ადამიანები, რომელთაც არასდროს ჰქონით შეხება გაყიდვებთან და აპირებენ გახდნენ წარმატებული გაყიდვების მენეჯერები.

სწავლების მეთოდი: 

პრეზენტაცია, დისკუსია, ქეისები, სავარჯიშოების შესრულება, ვიდეო რგოლების განხილვა.

მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა: 10-12

ხანგძლივობა: 8 საათი.

შეხვედრების რაოდენობა: 3

🔵 მოიცავს როგორც გაყიდვების ტექნიკის, ისე საქმიანობის ორგანიზების თემატიკას.

🔵 საკითხების შესწავლა და უნარების გამომუშავება, უმეტესად, ჯგუფის აქტიური ჩართულობით ხდება.

🔵 ტრენინგის დაწყებამდე, შევისწავლი თქვენს პროდუქტს და მთლიან ტრენინგს მოვარგებ თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე.

შესავალი:

🔘 რა არის გაყიდვები?
🔘 რისთვის გვჭირდება ვიცოდეთ გაყიდვა?
🔘 გაყიდვების მენეჯერის პიროვნული პროფილი;
🔘 პერსონალურ ბრენდინგზე მუშაობა;
🔘 საქმიანი ეტიკეტის ნორმები;

გაყიდვების ტექნიკა:

🔘 პოტენციური კლიენტების კვალიფიკაცია – ვის ვესაუბრებით?
🔘
კონტაქტის დამყარება კლიენტთან;
🔘 კლიენტის საჭიროებების გამოვლენა;
🔘 პროდუქტის პრეზენტაცია;
🔘 
კლიენტის ყოყმანზე მუშაობა;
🔘 
გარიგების დასრულება და ურთიერთობის შენარჩუნება;

საქმიანობის ორგანიზება:

🔘 მიზნების დასახვა და გეგმების შესრულების კონტროლი;
🔘
პრიორიტეტების გადანაწილების მეთოდები;
🔘 როგორ ვამოტივირო საკუთარი თავი იმედგაცრუების შემდეგ?

ტრენინგ-კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მომზადება უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა კომპანიამ.

ტრენინგ-კურსის ჩატარების საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამკვეთი კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლობის პერიოდულობაზე და სხვა კომპონენტებზე.