(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

კარიერული განვითარების მართვა

Lone wolf for business

მასშტაბური გლობალიზაციის, მძაფრი კონკურენციის და მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში, სახელმწიფო დაწესებულებებმა და ბიზნეს–ორგანიზაციებმა დაკარგეს იმის პოტენციალი, რომ საკუთარ თავზე აიღონ სწავლაში და მუშაობაში ჩართულ პირთა კარიერულ წარმატებაზე პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ისინი გარანტირებული სამუშაო ადგილებით მთელი ცხოვრების მანძილზე. აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა თითოეულმა ინდივიდმა თავად დაგეგმოს და მართოს საკუთარი კარიერა.

ტრენინგ-კურსის მიზანი: 

მონაწილეების დახმარება წარმატებით იასპარეზონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. 

ტრენინგ-კურსის ამოცანა: 

მონაწილეებმა შეისწავლონ საკუთარი კარიერის მართვა და შეძლონ გარე ცვლილებებთან მუდმივად ადაპტირება.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ:

🎯 პრიორიტეტების დასახვა პროფესიულ განვითარებაში;
🎯 კარიერული განვითარების სტრატეგიის შედგენა-განახლება;
🎯 საკუთარ სფეროში შრომის ბაზრის შესწავლა;
🎯 სამსახურის მოძიების ახალი გზების გამოკვეთა;
🎯 დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენა-განახლება;
🎯 გასაუბრებისთვის მომზადება და დამსაქმებელთან საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა;

სამიზნე ჯგუფი: 

ნებისმიერი მსურველი, რომელსაც კარიერის დაგეგმვისა და მართვის მხრივ სპეციალისტის დახმარება სჭირდება.

სწავლების მეთოდი: 

პრეზენტაცია, დისკუსია, ტესტები, ქეისები, სავარჯიშოების შესრულება, ვიდეო რგოლების განხილვა.

მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა: 10-12

ხანგძლივობა: 10 საათი.

შეხვედრების რაოდენობა: 4.

🔵 კურსდამთავრებულს დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი კარიერული მომავლის შენება.

🔵 ყველა მეთოდი მორგებულია ქართულ რეალობაზე და წარმატებით მუშაობს.

შესავალი და თვითშემეცნება

🔘 გარე ცვლილებების გავლენა კარიერაზე;
🔘 ადამიანის კარიერული განვითარების ეტაპები;
🔘 ჩემს კარიერას ვმართავ მე თუ გარე ფაქტორები?
🔘 კომფორტის ზონა;
🔘 ტესტი – 4 რესურსი, რომელიც წარმატებისთვის გვჭირდება;
🔘 რა კომპონენტებზე დავაშენოთ კარიერული განვითარება?
🔘 ტესტი – ჩემი ფსიქოტიპი და აზროვნების სტილი;
🔘 ტესტი – ცხოვრებისეული ფასეულობების გამოვლენა;

კარიერული გეგმა 

🔘 ეფექტიანი მიზნების სწორად დასახვა;
🔘 შემოსავლის მიღების 4 ფორმა;
🔘 კარიერული გეგმის მომზადება;
🔘 პერსონალური ბიუჯეტის შედგენა;

სამსახურის მოძიება

🔘 სამსახურის მოძიების სტანდარტული და არასტანდარტული გზები;
🔘 პერსონალური ბრენდის და კონტაქტების ქსელის შექმნა;
🔘 პრაქტიკული სამუშაო – Linkedin პროფილის გამართვა;
🔘 პრაქტიკული სამუშაო – კონკურენტუნარიანი რეზიუმეს შედგენა;
🔘 მოსამსადებელი სამუშაო – სანამ რეზიუმეს გავაგზავნით;

გასაუბრება 

🔘 გასაუბრებისთვის მომზადება;
🔘 ვერბალური კომუნიკაცია;
🔘 არავერბალური კომუნიკაცია;
🔘 კანდიდატის და კომპანიის ინტერესების კვეთა;
🔘 ხშირი კითხვები (ხელფასი, ახალ სამსახურში გადმოსვლა და ა.შ.) – როგორ ვუპასუხოთ?
🔘 გასაუბრება HR რეკრუტერთან;
🔘 გასაუბრება მენეჯერთან (გადაწყვეტილების მიმღები);
🔘 პრაქტიკული სამუშაო ჯგუფში.

ტრენინგ-კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მომზადება უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა კომპანიამ.

ტრენინგ-კურსის ჩატარების საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამკვეთი კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლობის პერიოდულობაზე და სხვა კომპონენტებზე.