ცხოვრების და მუშაობის ტემპის საგრძნობლად გაზრდის გამო თანამშრომლები განიცდიან სტრესს, სამუშაო ადგილებზე დაგვიანებით მოდიან, ხშირად ფლანგავენ დროს, რუტინა აქვეითებს მოტივაციას, ეფანტებათ ყურადღება, თათბირებზე დაღლილი გონებით ესწრებიან , ხდება მნიშვნელოვანი საქმეების გადადება და ა.შ.
შედეგობრივად, ბიზნესისთვის ეს ნიშნავს აქტივობების დაგეგმილ დროში შეუსრულებლობას ან/და საშუალო ან დაბალი ხარისხით კეთებას.
მონაწილეების დახმარება, აპრობირებული ინსტრუმენტების საშუალებით, დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდა, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად ცხოვრებაში.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეუძლიათ:
• დროის-ენერგიისა და მათი მართვის სპეციფიკის საფუძვლიანად გააზრება;
• დროის მფლანგველებთან გამკლავება;
• გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა;
• ეფექტური დაგეგმვისთვის საჭირო ინსტუმენტების გამოყენება;
• პრიორიტეტების სწორად გადანაწილება;
• თვითმოტივაციის მეთოდების გამოყენება;
• სასარგებლო ჩვევების ეტაპობრივი გამომუშავება;
ორგანიზაციის სარგებელი:
• ჰყავს თვითორგანიზებული თანამშრომლები, რომლებიც ეფექტიანად აკონტროლებენ საკუთარ დროს და ენერგიას;
• უმჯობესდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა და მუშაობის შედეგები;
• საგრძნობლად მცირდება სამსახურში სამუშაო დატვირთვით მიღებული სტრესი.
• თვითმოტივირებული და მიზანდასახული პერსონალი, ორგანიზაციას ეხმარება, მიზნების კიდევ უფრო სწრაფად მიღწევაში.
სამიზნე ჯგუფი:
ორგანიზაციის ნებისმიერი მიმართულების მენეჯერები და სპეციალისტები.
სწავლების მეთოდი:
პრეზენტაცია, დისკუსია, ტესტები, ქეისები, სავარჯიშოების შესრულება, ვიდეო რგოლების განხილვა.
მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა: 10-12
ხანგძლივობა: 10 საათი.
შეხვედრების რაოდენობა: 3
I შეხვედრა
შესავალი:
• რატომ არის დრო უმნიშვნელოვანესი რესურსი?
• ვიყენებთ თუ არა დროს ეფექტიანად?
• რატომ არ გვყოფნის და რა ფლანგავს ჩვენს დროს?;
• ტესტი – ენერგიის და დროის მართვის კომპეტენცია;
• დროის და ენერგიის მართვის აპრობირებული სისტემები;
• 4 რესურსის გამოყენება ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად;
მიზნების დასახვა:
• განსხვავებები: მისია, ოცნება, სურვილი, მიზანი;
• გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა;
• შიდა და გარე სიტუაციის ანალიზი;
• მონაწილეთა უკუკავშირი;
II შეხვედრა
დაგეგმვა:
• საქმეების განაწილება კალენდარით;
• საქმეების განაწილება ჩანიშვნებით;
• უსიამოვნო საქმეების შესრულება;
• დამატებითი დროის გაჩენა დელეგირებით;
• პრიორიტეტების გადანაწილება;
• მონაწილეთა უკუკავშირი;
სტრესის მართვის ინსტრუმენტი:
• მეთოდის არსი;
• მეთოდი პრაქტიკაში;
• სავარჯიშოები;
• მონაწილეთა უკუკავშირი;
III შეხვედრა
თვითდისციპლინა:
• რატომ არის ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი?
• დასვენება და ენერგიის წყაროები;
• ეფექტური შესვენება;
• დროის მფლანგველების იდენტიფიცირება;
• მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების ინსტრუმენტი;
• როგორ შევქმნა შინაგანი და გარეგანი მოტივატორები;
• როგორ ვთქვა ,,არა“ სხვისი წყენის გარეშე;
• კომფორტის ზონიდან გამოსვლა;
• მონაწილეთა უკუკავშირები;
ტრენინგ-კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მომზადება უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა კომპანიამ.
ტრენინგ-კურსის ჩატარების საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამკვეთი კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლობის პერიოდულობაზე და პროექტის განხორციელების პერიოდზე.