(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

პროდუქტიულობის მართვა

Lone wolf for business

ცხოვრების და სამუშაო ტემპის საგრძნობლად აჩქარების გამო, თანამშრომლები ვეღარ ახერხებენ მათზე დაკისრებული ამოცანების დროულად და შესაბამისი ხარისხით შესრულებას. თუ კარგ შედეგებს დებენ, ესეც დიდ ხანს არ გრძელდება, რადგან მიღებული სტრესის და დემოტივაციის გამო, ტოვებენ სამუშაო ადგილს.

დღეს, ცვლილებების სამყაროში, საკუთარი პროდუქტიულობის მართვის მაღალი კომპეტენცია უკვე მინიმალური აუცილებლობა გახდა.

მონაწილეების დახმარება, აპრობირებული ინსტრუმენტების საშუალებით, დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდა, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად ცხოვრებაში.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეუძლიათ:

• საკუთარი პროდუქტიულობის მართვის სპეციფიკის საფუძვლიანად გააზრება;
• დროის მფლანგველებთან გამკლავება;
• გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა;
• ეფექტური დაგეგმვისთვის საჭირო ინსტუმენტების გამოყენება;
• პრიორიტეტების სწორად გადანაწილება;
• თვითმოტივაციის მეთოდების გამოყენება;
• სასარგებლო ჩვევების ეტაპობრივი გამომუშავება;

ორგანიზაციის სარგებელი:

• ჰყავს თვითორგანიზებული თანამშრომლები, რომლებიც ეფექტიანად მართვენ და აბალანსებენ პირად და პროფესიულ ცხოვრებას;
• უმჯობესდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა და მუშაობის შედეგები;
• საგრძნობლად მცირდება სამსახურში სამუშაო დატვირთვით მიღებული სტრესი.
• თვითმოტივირებული და მიზანდასახული პერსონალი, ორგანიზაციას ეხმარება, მიზნების კიდევ უფრო სწრაფად მიღწევაში.

სამიზნე ჯგუფი: 

ორგანიზაციის ნებისმიერი მიმართულების მენეჯერები და სპეციალისტები. 

სწავლების მეთოდი: 

პრეზენტაცია, დისკუსია, ტესტები, ქეისები, სავარჯიშოების შესრულება, ვიდეო რგოლების განხილვა.

მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა: 10-12

შეხვედრების რაოდენობა: 3-4;

თითო შეხვედრის ხანგძლივობა: 3-3,5 საათი;

I შეხვედრა

შესავალი:

• რა გვიშლის ხელს პროდუქტიულობაში?
• ვიყენებთ თუ არა პირად რესურსებს ეფექტიანად?
• რატომ არ გვყოფნის ენერგია და რა ფლანგავს ჩვენს დროს?

• ტესტი – ენერგიის და დროის მართვის კომპეტენცია;
• დროის და ენერგიის მართვის აპრობირებული სისტემები;
• 4 რესურსის გამოყენება ცხოვრებაში მიზნების მისაღწევად;

მიზნების დასახვა:

• განსხვავებები: მისია, ოცნება, სურვილი, მიზანი;
• გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა;
• შიდა და გარე სიტუაციის ანალიზი;
• მონაწილეთა უკუკავშირი;

II შეხვედრა

დაგეგმვა:

• საქმეების განაწილება კალენდარით;
• საქმეების განაწილება ჩანიშვნებით;
• უსიამოვნო საქმეების შესრულება;
• “დამატებითი დროის” გაჩენა;
• პრიორიტეტების გადანაწილება;
• მონაწილეთა უკუკავშირი;

სტრესის მართვის ინსტრუმენტი:

• მეთოდის არსი;
• მეთოდი პრაქტიკაში;
• სავარჯიშოები;
• მონაწილეთა უკუკავშირი;

III შეხვედრა

თვითდისციპლინა:

• რატომ არის ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი?
• დასვენება და ენერგიის წყაროები;
• ეფექტური შესვენება;
• დროის მფლანგველების იდენტიფიცირება;
• მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების ინსტრუმენტი;
• როგორ შევქმნა შინაგანი და გარეგანი მოტივატორები;
• როგორ ვთქვა ,,არა“ სხვისი წყენის გარეშე;
• კომფორტის ზონიდან გამოსვლა;
• მონაწილეთა უკუკავშირები;

ტრენინგ-კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მომზადება უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა კომპანიამ.

ტრენინგ-კურსის ჩატარების საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამკვეთი კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლობის პერიოდულობაზე და პროექტის განხორციელების პერიოდზე.