წიგნების ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი გამომცემლობისთვის ვეძებ გაყიდვების ქსელის მენეჯერს.
კომპანიამ თავისი 20+ წლიანი არსებობის განმავლობაში, ბაზარზე თავი დაიმკვიდრა როგორც ხარისხიანი წიგნების შემქმნელმა და სანდო პარტნიორმა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (სათაო ოფისი);
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (10:00 – 19:00);
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
უშუალო ხელმძღვანელი: მარკეტინგის და გაყიდვების ლიდი;
დამსაქმებელი გთავაზობთ:
• ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვებიდან;
• კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
• ფასდაკლებებს კომპანიის პროდუქტებზე;
• უქმე დღეებს (Day off) წლის განმავლობაში;
• სატელეფონო ლიმიტს;
• პერიოდულად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს;
• უფასო ყავას/ჩაის;
• პროფესიულ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს;
ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება და პერმანენტულად ახალი პარტნიორების მოძიება.
• სტრატეგიული გეგმების დადება ინდივიდუალურად კლიენტის ჭრილში და მათი განხორციელება.
• მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა პარტნიორებთან პროექტების მენეჯერთან, მარკეტინგთან კოორდინაციით და შესრულების განხორციელება-კონტროლი.
• რეგულარული შეხვედრები პარტნიორებთან და უკუკავშირის მიღება და შეხვედრის რეპორტის მომზადება.
• პრაის ლისტების მომზადება.
• დებიტორული ნაშთების და თანხის ჩარიცხვების კონტროლი.
• ნაშთების პერმანენტული კონტროლი საწყობსა და პარტნიორებთან.
• კორპორატიული კლიენტებითვის კონკრეტული პაკეტების შეთავაზება.
• ფესტივალებისა და აქციების ორგანიზება, ყველა საჭირო კომპონენტის უზრუნველყოფა სხვადასხვა ლოკაციაზე.
• ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორებთან.
• ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
• ყოველთვიური ანგარიშგება უშაულო ხელმძღვანელთან;
მინიმალური მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სატელეფონო გაყიდვები, გაყიდვების ადმინისტრირება, გაყიდვების არხების მენეჯერი. ონლაინ გაყიდვების მენეჯერი, ციფრული გაყიდვები, მაღაზიების ქსელის მენეჯერი, აღწერების მენეჯერი, საცალო გაყიდვების მენეჯერი, მოთხოვნილ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება (გამოცდილება მნიშვნელოვანი არ არის);
• საოფისე პროგრამებთან ექსელი და ორისი (მეგობრობდეს) მუშაობის გამოცდილება;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
• ცნობისმოყვარეობა;
• განვითარებაზე ორიენტირებულ
გამომიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე job@tchanturia.ge