(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

დისტანციური მუშაობა

Lone wolf for business

პანდემიამ ავტომატურად მოითხოვა იმის საჭიროება, რომ ადამიანებს დისტანციურად უწევთ მუშაობა. სამუშაო ადგილმა კი ოფისიდან სახლში გადაინაცვლა. შეცვლილი გარემო პირობების, სტრესისა და არასტანდარტული სამუშაო რეჟიმის გამო, ბევრი თანამშრომელი ვეღარ ინარჩუნებს პროდუქტიულობას. პანდემიის დასრულების შემდეგ, ხარჯების ოპტიმიზაციისა და თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების გაზრდის მიზნით, ორგანიზაციები გადაწყვეტენ დასაქმებულთა ნაწილი გადაიყვანონ დისტანციურ ან ნახევრად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ამ შემთხვევაშიც გამოწვევები იზრდება, რადგან ადამიანებს დროისა და ენერგიის ხარჯვის წილი გაეზრდებათ.

ტრენინგ-კურსის მიზანი: 

მონაწილეების დახმარება, დისტანციური მუშაობისას, აღიდგინონ-შეინარჩუნონ პროდუქტიულობა და შეძლონ სამუშაო-პირადი ცხოვრების მაქსიმალურად დაბალანსება.

ტრენინგ-კურსის ამოცანა: 

სხვადასხვა ინსტრუმენტების შესწავლის მეშვეობით, მონაწილეებმა შექმნან საკუთარ რეალობაზე მორგებული დისტანციური მუშაობის ეფექტიანი სისტემა.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ:

✅ თანამშრომლები ხდებიან თვითორგანიზებულნი, რომლებიც დამოუკიდებლად გეგმავენ და მართვენ საკუთარ სამუშაო პროცესს;
✅ უმჯობესდება თანამშრომელთა სამუშაო შედეგები;
✅ საგრძნობლად მცირდება სამუშაო დატვირთვითა და პირადი ცხოვრებისგან მიღებული სტრესი.

სამიზნე ჯგუფი: 

ორგანიზაციის ნებისმიერი მიმართულების მენეჯერები და სპეციალისტები. 

სწავლების მეთოდი: 

ონალიან სწავლება: პრეზენტაცია, დისკუსია, ტესტები, ქეისები, სავარჯიშოების შესრულება.

მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა: 8-12

ხანგძლივობა: 7 საათი.

შეხვედრების რაოდენობა: 3

I შეხვედრა – 2 სთ და 30 წუთი

🔘 ტრენინგის გახსნა: საორგანიზაციო საკითხები, მონაწილეების გაცნობა და მათი მოლოდინები;
🔘 
ცვლილებები სამყაროში და მათთან ადაპტაცია;
🔘 
კომფორტის ზონიდან გამოსვლა – როგორია გზა განვითარებისკენ?
🔘 
რატომ არის დრო და ენერგია უმნიშვნელოვანესი რესურსი?
🔘 
რამდენად ეფექტიანად ვმართავ ჩემს დროს და ენერგიას – კომპეტენციის ტესტი;
🔘 
პრობლემები, რომლებიც ხელს მიშლიან დისტანციურად ეფექტიან მუშაობაში;
🔘 
დასვენება და ენერგიის „აკუმულატორების“ მართვა – ვარჯიში, კვება, ძილი, განწყობა;
🔘 
მონაწილეთა უკუკავშირი;

II შეხვედრა – 2 სთ

🔘 დაგეგმვა: წელი, თვე, კვირა, დღე;
🔘 
როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო ან/და მსხვილ საქმეებს?
🔘 
ამოცანების და აქტივობების დელეგირება;
🔘 
პრიორიტეტების გადანაწილების მეთოდები;
🔘 
დაგეგმვის თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობა;
🔘 
სწრაფი/მოულოდნელი ინფორმაციების და ამოცანების ნაკადების მართვა;
🔘 
მონაწილეთა უკუკავშირი;

III შეხვედრა – 2 სთ და 30 წუთი

🔘 თვითდისციპლინის მნიშვნელობა;
🔘 
დროის მფლანგველების იდენტიფიცირება;
🔘 
რატომ არის ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი?
🔘 
ახალი ჩვევების გამომუშავება და მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა;
🔘 
როგორ ვამოტივირო საკუთარი თავი?
🔘 
როგორ შევქმნა გარეგანი მოტივატორები თავად?
🔘 
როგორ ვთქვა ,,არა“ – ეფექტური კომუნიკაცია სახლში და სამსახურში;
🔘 
მონაწილეთა უკუკავშირი;

ტრენინგ-კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მომზადება უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა კომპანიამ.

ტრენინგ-კურსის ჩატარების საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამკვეთი კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლობის პერიოდულობაზე და სხვა კომპონენტებზე.