რეზიუმე
ჯამში 14 წლიანი გამოცდილება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:
• მენეჯმენტ კონსულტაცია;
• ტალანტების დაქირავება;
• გენერალური მენეჯმენტი;
• პროექტების მართვა;
სამუშაო გარიგებების მმართველი კომპანიის „Job Deal“ დამფუძნებელი. მოწვეული ლექტორი ბიზნესის ფაკულტეტზე, „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში“.
ორგანიზაციული განვითარების მაგისტრი (ქართულ-ავსტრიული პროგრამა) და სამართლის ბაკალავრი. CTC-ის სერტიფიცირება ორგანიზაციულ განვითარებაში.
ფასეულობები
უნიკალურობა – ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას აქვს ინდივიდუალური შესაძლებლობები და მას, სწორი მიმართულებით მუშაობის შედეგად, შეუძლია იყოს გამორჩეული და მიაღწიოს წარმატებას.
განვითარება – მუდმივად ვცდილობ შევისწავლო ახალი, თანამედროვე და პრაქტიკული სამუშაო ინსტრუმენტები, რომლებიც ჩემი მიზნების მიღწევაში მეხმარებიან. ასევე, აქტიურად ვაზიარებ მათ სხვებთან.
მრავალფეროვნება – ყოველთვის მსიამოვნებს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ჩემგან განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს. ეს მეხმარება, საკითხები შევაფასო ჩემგან განსხვავებული თვალით და ვისწავლო ახალი.
გულწრფელობა – ადამიანებთან ჩემი კომუნიკაცია ქმნის ნდობას და გამჭვირვალობას. შესაბამისად, არასდროს ვქმნი შეუსაბამო მოლოდინებს და სამუშაო მიდგომაც ჯანსაღია.
