599 30 61 90
giga@tchanturia.ge

კორპორატიული კულტურის მართვა

თქვენი კომპანიის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის!

ფასეულობებზე დაფუძნებული კორპორატიულ კულტურა, კომპანიის მთავარი აქტივია.

მართვის მეთოდის და ლიდერობის განვითარება გეხმარებათ თქვენი კომპეტენციების გაძლიერებაში, რომ ეფექტურად მართოთ გუნდი ან კომპანია.

იმ საკითხების გარდა, რომლებიც მართვას და ლიდერობას ნამდვილად რთულ და საპასუხისმგებლო პროცესად აქცევს, არის ჩვენი ქვეყნის კულტურა. ის წარმოადგენს ევროპულისა და აზიურის სინთეზს, რაც თითოეულ ორგანიზაციაში ადამიანების ქცევებზე განსხვავებულ და რთულად პროგნოზირებად გავლენას ახდენს.

აღნიშნული მომსახურება განკუთვნილია მაღალი და შუა რგოლის მენეჯერებისთვის.

მომსახურების სარგებელი

• პიროვნული განვითარება – საკუთარი თავის მართვა, პროდუქტიულობის მართვა, კომუნიკაციები და ა.შ.;
• გუნდის დაკომპლექტება – როლების განაწილება, დელეგირება, მოტივაციის ინსტრუმენტები და ა.შ.;
• თათბირების ჩატარება – გუნდური გადაწყვეტილებების მიღება, გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი და ა.შ.

სამუშაო ფორმატი: ქოუჩინგი, ტრენინგი, მენტორინგი, კონსულტაცია.

ორგანიზაციული კლიმატი არის თანამშრომელთა აღქმა, თუ როგორია მათი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ: გრძნობენ თავს დაფასებულად? მიაჩნიათ, რომ ღირებულ საქმეს აკეთებენ? და ა.შ.

თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობები გაქვთ: აძლევდეთ ავტონომიას, ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობები და ა.შ. თუმცა, თქვენი აზრი მათსას არ ემთხვეოდეს. 

შრომის ბაზარზე არსებულმა ტალანტების სიმცირემ, კომპანიებს ტალანტების მართვის სისტემის შექმნისკენ უბიძგა.

კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომელიც 0-დან იწყებენ კომპანიაში კარიერის შექმნას, გამოირჩევიან მეტი ერთგულებით და კომპანიისთვისაც, გრძევლადიან პერსპექტივაში, მეტი სარგებელი მოაქვთ.

ტალანტების მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ და განავითაროთ, როგორც მომავალი ლიდერები, ისე პროფესიონალები.

მომსახურების სარგებელი

• ადამიანური კაპიტალის დეფიციტის შემცირება;
• კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი ტალანტების ზრდა;
• ლიდერების და პროფესიონალების უწყვეტობა.
• ადამიანური კაპიტალი ხელმისაწვდომ ფასად.

ჯანსაღი კონფლიქტები ორგანიზაციისთვის საჭიროც კია, თუმცა ხდება ისეც, რომ თანამშრომლები, სამუშაო დროის განმავლობაში, მუდმივ დაპირისიპირებაში არიან, სამუშაოზე კონცენტრაცია კი ძალიან რთულდება. არის შემთხვევები, როცა ერთი ან რამდენიმე დეპარტამენტი მუდმივ კონფლიქტშია ხელმძღვანელობასთან და თითქმის შეუძლებელია გუნდურ მუშაობაზე საუბარიც კი.

როგორ მოვიქცეთ თუ დამოუკიდებლად ვერ ვუმკლავდებით კონფლიქტს?

მედიატორის ჩართულობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ასეთ დროს, ის არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რაიმე კონკრეტული ინტერესი, გარდა მხარეებს შორის მშვიდობის არსებობისა. შეგახსენებთ, რომ მედიატორი არ არის პირი, რომელიც განსაზღვრავს ვინ არის მართალი და ვინ არა. არამედ, შუამავალი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მომსახურების ფარგლებში, გთავაზობთ კონფლიქტების მოგვარებას:

• დამფუძნებლებსა და ტოპ მენეჯმენტს შორის;
• მაღალი და შუა რგოლის მენეჯმენტს შორის;
• სხვა ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის;