სტრატეგიული მართვა არის გრძევლადიან შედეგებზე ორიენტირებული მართვის დონე. ის საშუალებას გაძლევთ დაცული იყოთ გარემოს ცვლილეებისგან და ბაზარზე, სტაბილურად გეჭიროთ ლიდერის პოზიცია.
თქვენს კონკურენტებს შეუძლიათ დააკოპირონ რას აკეთებთ, თუმცა ვერასდროს შეძლებენ გახდნენ ის, თუ ვინ ხართ.
კვლევები ცხადჰყოფს, რომ კლიენტების ერთგულება არ მიიღწევა ფასდაკლებებითა და სხვა მარკეტინგული მანიპულაციებით. ადამიანები გრძელვადიანად რჩებიან კომპანიასთან, როცა ისინი გრძნობენ თანხვედრას ფასეულობებში და მასთან ურთიერთობით იკმაყოფილებენ საკუთარ საჭიროებებს.
როცა კომპანიას კარგად აქვს გაცნობიერებელი საკუთარი იდენტობა, გრძელვადიანან ინარჩუნებს კლიენტთა სეგმენტს და ზრდის მათ რაოდენობას/ხარისხს.
პროექტის შედეგად, თქვენ გექნებათ იდენტობის 3-ვე ელემენტი:
• ხედვა;
• მისია;
• ფასეულობები;
იმ კომპანიებში, სადაც ორგანიზაციული სტრუქტურა გაუმართავია, საქმიანობა საშუალოდ 20-30%-ით ძვირი უჯდებათ, რაც საბოლოოდ ისახება საოპერაციო მოგებაზე.
გამართული სტრუქტურა კომპანიას საშუალებას აძლევს მობილურად იმოქმედოს გარემოსთან, ეფექტიანად წარმართოს საკუთარი ძალისხმევა სტრატეგიული მიზნების მიღწევის და კლიენტების დაკმაყოფილების მიმართულებით.
მომსახურების მიიღების შემდეგ, თქვვენ გექნებათ:
• ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი;
• სტრუქტურული ერთეულების დებულებები;
• თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობა;
ცვლილებებთან ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური საოპერაციო მართვის პარალელურად, აკეთებდეთ დღეს ისეთ პროექტებსაც, რომლებიც მომავლის გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარებიან.
სტრატეგიული გეგმა არის მენეჯმენტის კომპასი, რომელიც ხედვისა და მისიის შესრულებაზეა ორიენტირებული.
პროექტის შედეგად, თქვენ გექნებათ:
• გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები;
• სტრატეგიული პროექტები;
• სამოქმედო გეგმა;
• მონიტორინგის ინსტრუმენტები;
კლასიკური მიზეზები, რის გამოც თანამშრომელთა მოტივაცია დაბალია, შემდეგია:
• არსებული სამოტივაციო სქემები მიბმულია მხოლოდ ხელფასებსა და ბონუსებზე;
• ნაცვლად შინაგანი მოტივატორების შენარჩუნებისა, ხდება გარეგან მოტივატორებზე რესურსების ხარჯვა;
• შეფასების კრიტერიუმები დგინდება ცალმხრივად ან/და ბუნდოვანია;
• თანამშრომლებში ეს სისტემა აღქმულია მხოლოდ კონტროლის მექანიზმად;
• შემუშავებული სისტემა არ ერგება კორპორატიულ კულტურას;
აღნიშნული სერვისის მიზანია ერთიან სისტემაში მოაქციოს თანამშრომლის შინაგანი და გარეგანი მოტივატორები, რომლებიც გაზრდიან მის პროდუქტიულობას კომპანიაში.
პროექტის დასრულების შემდეგ, გექნებათ:
• შეფასების სისტემა;
• სახელფასო სისტემა;
• დაწინაურების სისტემა;
• განვითარების სისტემა;
• დემოტივაციის პრევენციის მექანიზმები;
კომპანიის დამფუძნებელი, რომელსაც საოპერაციო ან სრული მართვიდან გასვლა სურს, ხშირად ვერ ახერხებს დირექტორის ეფექტიან დანიშვნას. მიზეზი კომპლექსურია:
• კარგად არ არის ჩამოყალიბებული მოლოდინები კანდიდატის მიმართ და არ არსებობს დეცენტრალიზაციის გეგმა;
• კანდიდატების მოძიება ხდება მხოლოდ სამსახურის მაძიებლებში, რითაც იკარგება პროფესიონალების შერჩევის შანსი;
• დირექტორისა და დამფუძნებლის გრძელვადიანი ინტერესები აცდენილია ერთმანეთისგან;
• დირექტორს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მოვალეობა და შესაბამისად, ვერ აყალიბებს ბიზნეს შედეგებს;
• დამფუძნებელი თავისი შიშების გამო, ხელიდან ვერ უშვებს მართვის საკვანძო ბერკეტებს.
დირექტორისთვის მართვის გადასაცემად, გთავაზობთ:
• ისეთი კანდიდატის პროფილის ჩამოყალიბებას, რომელიც შეესაბამება თქვენსა და თქვენი ბიზნესის მოლოდინებს;
• ტოპ შესრულების პროფესიონალების მოძიებას და შერჩევაში დახმარებას;
• საადაპატიო პერიოდის ადმინისტრირებას;
• ფასილიტაციასა და ქოუჩინგს, მართვის ფუნქციების დეცენტრალიზაციისთვის;
