599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ეფექტური გუნდი

ფოკუსი და მოქნილობა!

კომპანიის დამფუძნებელი, რომელსაც საოპერაციო ან სრული მართვიდან გასვლა სურს, ხშირად ვერ ახერხებს დირექტორის ეფექტიან დანიშვნას. მიზეზი კომპლექსურია:

• კარგად არ არის ჩამოყალიბებული მოლოდინები კანდიდატის მიმართ და არ არსებობს დეცენტრალიზაციის გეგმა;
• კანდიდატების მოძიება ხდება მხოლოდ სამსახურის მაძიებლებში, რითაც იკარგება პროფესიონალების შერჩევის შანსი;
• დირექტორისა და დამფუძნებლის გრძელვადიანი ინტერესები აცდენილია ერთმანეთისგან;
• დირექტორს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მოვალეობა და შესაბამისად, ვერ აყალიბებს ბიზნეს შედეგებს;
• დამფუძნებელი თავისი შიშების გამო, ხელიდან ვერ უშვებს მართვის საკვანძო ბერკეტებს.

დირექტორისთვის მართვის გადასაცემად, გთავაზობთ:

• ისეთი კანდიდატის პროფილის ჩამოყალიბებას, რომელიც შეესაბამება თქვენსა და თქვენი ბიზნესის მოლოდინებს;
• ტოპ შესრულების პროფესიონალების მოძიებას და შერჩევაში დახმარებას;
• საადაპატიო პერიოდის ადმინისტრირებას;
• ფასილიტაციასა და ქოუჩინგს, მართვის ფუნქციების დეცენტრალიზაციისთვის;

ჯანსაღი კონფლიქტები ორგანიზაციისთვის საჭიროც კია, თუმცა ხდება ისეც, რომ თანამშრომლები, სამუშაო დროის განმავლობაში, მუდმივ დაპირისიპირებაში არიან, სამუშაოზე კონცენტრაცია კი ძალიან რთულდება. არის შემთხვევები, როცა ერთი ან რამდენიმე დეპარტამენტი მუდმივ კონფლიქტშია ხელმძღვანელობასთან და თითქმის შეუძლებელია გუნდურ მუშაობაზე საუბარიც კი.

როგორ მოვიქცეთ თუ დამოუკიდებლად ვერ ვუმკლავდებით კონფლიქტს?

მედიატორის ჩართულობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ასეთ დროს, ის არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რაიმე კონკრეტული ინტერესი, გარდა მხარეებს შორის მშვიდობის არსებობისა. შეგახსენებთ, რომ მედიატორი არ არის პირი, რომელიც განსაზღვრავს ვინ არის მართალი და ვინ არა. არამედ, შუამავალი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მომსახურების ფარგლებში, გთავაზობთ კონფლიქტების მოგვარებას:

• დამფუძნებლებსა და ტოპ მენეჯმენტს შორის;
• მაღალი და შუა რგოლის მენეჯმენტს შორის;
• სხვა ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის;