(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

სტარტაპების მხარდაჭერა

Lone wolf for business

რა სარგებელი აქვს სერვისს სტარტაპების მხარდაჭერა?

დაფინანსების მოპოვების მიუხედავად, უამრავი ფაქტია იმისა, რომ სტარტაპები მაინც ვერ აგრძელებენ ფუქციონირებას და უბრალოდ, ქრებიან. ჩემი დაკვირვებით, ამის რამდენიმე მთავარი მიზეზი არსებობს:

საკმარისად არ აქვთ ნამუშევარი მოსამზადებელ სამუშაოებზე: ბიზნეს მოდელის შემუშავება, პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება, კონკურენტული უპირატესობების გამოკვეთა და ა.შ.
მართვის სისტემებსა და სტილს არ უთმობენ საკმარის ყურადღებას: ლიდერობა, ბიზნეს პროცესები, პროდუქტის მართვა, კლიენტების უკუკავშირები და ა.შ.
ტალანტების მოზიდვა: ვერ ახერხებენ პროფესიონალების მოზიდვას და მათთან მუშაობაში დარწმუნებას;
ვერ ახერხებენ პრიორიტეტების დალაგებას: ყურადღების არასწორი მიმართულებით კონცენტრაცია, რესურსების არაეფექტიანი გადანაწილება და ა.შ.

არსებობს ემპირიული მიდგომა იმისა, თუ როგორ უნდა მოახერხოს სტარტაპმა თავისივე ფაზიდან სწრაფად გამოსვლა და გადავიდეს ფინანსურ სტაბილურობაზე. თქვენთვის ამის გაზიარება კი მე შემიძლია.

თქვენი სტარტაპის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სწრაფი განვითარების მიზნით, გთავაზობთ:

ბიზნეს მოდელის შემუშავება;
მართვის სისტემების დანერგვა და ინსტრუმენტების გადაცემა;
რეკრუტინგი და ჰედჰანთინგი;
ტრენინგები და კონსულტაცია სოციალური უნარების განვითარებაში;
პერიოდული მენტორინგი და ქოუჩინგი;

მომსახურებით სარგებლობისთვის, აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

კომპანიის დაფუძნებიდან არ უნდა იყოს გასული 5 წელზე მეტი;
მმართველ გუნდს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია კომპანიის საქმიანობის სფეროში;
ბიზნეს იდეა უნდა იყოს ინოვაციური;

მომსახურების საფასურის ოდენობა და ფორმა:

პარტნიორული წილი არაუმეტეს 20%-ისა;


თანამშრომლობით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა:

[wpforms id=”4955″ title=”false” description=”false”]