599 30 61 90
giga@tchanturia.ge

თქვენთვის

ცვლილებები მოქმედებაში!

ლიდერობა არის კომპეტენცია, რომელიც მენეჯერებს საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ თქვენი გუნდი.

იმ საკითხების გარდა, რომლებიც ლიდერობას ნამდვილად რთულ და საპასუხისმგებლო პროცესად აქცევს, არის ჩვენი ქვეყნის კულტურაც. ის წარმოადგენს ევროპულისა და აზიურის სინთეზს, რაც თითოეულ ორგანიზაციაში ადამიანების ქცევებზე განსხვავებულ და რთულად პროგნოზირებად გავლენას ახდენს.

მომსახურების სარგებელი

• კიდევ უფრო უკეთესად გაიცნობთ საკუთარ თავს და აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს;
• გეხმარებით, არა მხოლოდ ისწავლოთ ახალი, არამედ თავად თქვენც ასწავლოთ თქვენივე გუნდის წევრებს;
• განვითარდეთ ლიდერად, რომლის ქმედებები ადამიანებისთვის მისაბაძი და ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია.
• ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, თქვენ მარტო არ ხართ.

სამუშაო ფორმატი: მენტორინგი, კონსულტაცია.

ცხოვრების და სამუშაო ტემპის საგრძნობლად აჩქარების გამო, ხელმძღვანელები ვეღარ ახერხებენ მათზე დაკისრებული ამოცანების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

დღეს, ცვლილებების სამყაროში, საკუთარი პროდუქტიულობის მართვის მაღალი კომპეტენცია, უკვე მინიმალური აუცილებლობა გახდა.

მომსახურების სარგებელი:

• თვითორგანიზებული მენეჯერები, რომლებიც ეფექტიანად მართვენ და აბალანსებენ პირად და პროფესიულ ცხოვრებას;
• მუშაობის შედეგებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
• სამუშაო დატვირთვით მიღებული სტრესის შემცირება.
• თვითმოტივირებული და მიზანდასახული მენეჯერი, ორგანიზაციას ეხმარება, მიზნების კიდევ უფრო სწრაფად მიღწევაში.

სამუშაო ფორმატი: ტრენინგი.

გაეცანით ტრენინგ კურსს სრულად ბმულზე.