599 30 61 90
giga@tchanturia.ge

სისტემისთვის

ცვლილებების მართვა შევარდენის ეფექტით!

როგორც ადამიანის, ავტომობილის თუ სხვა ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში, კომპანიის სწორი დიაგნოსტიკა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.

სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება დიაგნოსტიკის გარეშე, ნიშნავს მოკლე ვადაში კომპანიის გაუმართავ მუშაობას. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – შემოსავლების/მომგებიანობის შემცირებას.

ჩემგან შემოთავაზებული სამუშაო მეთოდი ჰიბრიდულია: არა მხოლოდ მე ვაფასებ თქვენს კომპანიას, არამედ გეხმარებით, რომ ეს თავადაც გააკეთოთ.

რას გაიგებთ დიაგნოსტიკის შედეგად?

• შემოსავლების ზრდის ბარიერები;
ადგილები, სადაც რესურსების ზედმეტი ხარჯვა ან დანაკლისია;
• სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების ეფექტურობა;
• ბიზნესის მდგრადობა გარემოსთან მიმართებით;

• ცვლილებების საჭიროება დაუყონებლივ, საშუალო და გრძელ ვადაში;

კომპანიაში საოპერაციო მართვის გამართულობა, კლიენტების ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ეს კარგია, თუმცა კომპანიას დაუცველ მდგომარეობაში აყენენებს ცვლილებების მიმართ: პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიების განვითარება, კონკურენცია და სხვა.

ცვლილებბეთან ადაპტაციისთვის, კომპანია უნდა გადავიდეს სტრატეგიულ მართვაზე. შინაარსობრივად ეს გულისხმობს: ყოველდღიური საოპრეაციო მართვის პარალელურად, აკეთებდეთ დღეს ისეთ პროექტებსაც, რომლებიც მომავლის გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარებიან.

პროექტის შედეგები:

• გრძელვადიან პერსპექტივაში, კლიენტების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა;
• კლიენტებისთვის ახალი ღირებულებების შეთავაზება-მიწოდება;
• კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება/ზრდა;
• ცვლილებებთან ადაპტაცია;
• ახალი და ინოვაციური იდეების ზრდა;

კომპანიებში ძალიან ხშირია სისტემური პრობლემები, რომლებიც შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან: ხელმძღვანელები ვერ ახერხებენ საქმის სწორ დელეგირებას, ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაცია გაუმართავია, დეპარტამენტებს-ადამიანებს კარგად არ ესმით საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, იდეები არ მოძრაობს ქვემოდან ზევით და ა.შ. თუ ეს უსასრულოდ გაგრძელდა, საბოლოოდ ორგანიზაცია „ჩამოიშლება“, რადგან ადამიანები პროდუქტიულად ვერ მუშაობენ და ყოველი დღე ქაოტურია.

იმისთვის, რომ კომპანიამ პროაქტიულად მიაღწიოს თავის მიზნებს, მას სჭირდება მისსავე საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი. ის კომპანიას საშუალებას აძლევს მობილურად იმოქმედოს გარემოსთან, ეფექტიანად წარმართოს საკუთარი ძალისხმევა მიზნების მიღწევის და კლიენტების დაკმაყოფილების მიმართულებით.

პროექტის დასრულების შემდეგ:

• ყველამ იცის საკუთარი როლი კომპანიაში და მაქსიმალურად კონცენტრირებულია მის შესრულებაზე;
• როგორც გარედან შემოსული, ისე შიგნით არსებული ინფორმაცია არ იკარგება და მიეწოდება კომპეტენტურ ადამიანებს;
• იზდება პერსონალის მოტივაცია და შრომითი კმაყოფილება;
• მაქსიმალურად იზოგება და მიზნობრივად იხარჯება ფინანსური, ინტელექტუალური და სხვა რესურსები.

მომსახურების მიიღების შემდეგ, დამკვეთს აქვს:

• ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი;
• სტრუქტურული ერთეულების დებულებები: მიზნები, ამოცანები, პასუხისმგებლობები.
• თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქცია;

მაღალი რგოლის მენეჯმენტი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და მასში მომუშავე დასაქმებულებისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდება, რომლებმაც ბიზნესის წარმატება უნდა უზრუნველყონ. თავის მხრივ, თანამშრომლებს მოლოდინი აქვთ, რომ მათი შრომა დაფასდება, რის შედეგადაც მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ა.შ. მიუხედავად ასეთი ნორმალური და სწორი მოლოდინებისა, ხშირ შემთხვევაში მხარეები უკმაყოფილოები არიან ერთმანეთისგან. ამის რამდენიმე ტრადიციული მიზეზი არსებობს:

• არსებული სამოტივაციო სქემები მიბმულია მხოლოდ ხელფასებსა და ბონუსებზე;
• ნაცვლად შინაგანი მოტივატორების შენარჩუნებისა, ხდება გარეგან მოტივატორებზე რესურსების ხარჯვა;
• შეფასების კრიტერიუმები დგინდება ცალმხრივად ან/და ბუნდოვანია;
• თანამშრომლებში ეს სისტემა აღქმულია მხოლოდ კონტროლის მექანიზმად;
• შემუშავებული სისტემა არ ერგება კორპორატიულ კულტურას;

აღნიშნული სერვისის მიზანია ერთიან სისტემაში მოაქციოს თანამშრომლის შინაგანი და გარეგანი მოტივატორები, რომლებიც გაზრდიან მის პროდუქტიულობას კომპანიაში.

პროექტის დასრულების შემდეგ, გექნებათ:

• შეფასების სისტემა;
• სახელფასო სისტემა;
• დაწინაურების სისტემა;
• განვითარების სისტემა;
• დემოტივაციის პრევენციის მექანიზმები;

მიზეზი, რის გამოც კომპანიაში გაყიდვები არ იზრდება, მრავალია: კლიენტისთვის მისაწოდებელი ღირებულება შეთანხმებული არ არის, გაყიდვების პოლიტიკა ან სამუშაო მეთოდი არ განსხვავდება კონკურენტებისგან,  გაყიდვების მენეჯერების ხშირი გადინებაა და ა.შ.

ჩემი მხარდაჭერა თქვენი გაყიდვების განვითარებისთვის, დაგეხმარებათ ორგანიზაციიული ფუნქცია “გაყიდვები” დაასტანდარტოთ, მოაქციოთ ერთიან სისტემაში და სწორად განსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგები.

პროექტის შედეგები:

• გასაყადი პროდუქტების/სერვისების ფასეულობების შექმნა-განახლება;
• კონკურენტების და საკუთარი ძალების შეფასება;
• გაყიდვების პოლიტიკის და პროცესის განსაზღვრა;
• გაყიდვების დეპარტამენტის რეორგანიზაცია;
• სამოტივაციო სქემის განვითარება;
• გაყიდვების გუნდის მოძიება-შერჩევა;
• სამსახურში ადაპტაცია: ტრენინგი, მენტორინგი და ა.შ.;

პრობლემების ხშირი იგნორი, ცვლილებებისთვის მოუმზადებლობა, კომფორტის ზონა ან მიკრო კრიზისებით საქმის კეთება არის იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ბიზნესი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მიჰყავს კრიზისამდე. შედეგობრივად, ეს გულისხმობს შემოსავლების/მოგების მკვეთრ შემცირებას, თანამშრომელთა ხშირ გადინებას, დესტრუქციულ კონფლიქტებს, კომპანიის დამფუძნებლების/ხელმძღვანელების პანიკას და ა.შ.

კრიზისების მართვის მიზანია კომპანია გადაარჩინოს ბაზრიდან გაქრობისგან და ეს ყველაფერი მოახერხოს მინიმალური დანახარჯებით.

პროექტის შედეგები:

• კრიზისული მდგომარეობის ობიექტური სურათი;
• კრიზისიდან გამოსასვლელი მიზნები და ამოცანები;
• ფინანსური რესურსების გაჩენის ალტერნატიული შესაძლებლობები;
• კრიზისის დაძლევაზე ორიენტირებული გუნდები;
• ანტიკრიზისული მართვის სისტემები;