(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ვალერას ბიზნესური კრიზისები

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ძალიან დიდი ხნის წინ, ვალერამ თავისი ბიზნესის კეთება დაიწყო. მისი მიღწევები იმ დაუღალავი შრომის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა: მისი იდეების ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ვალერას ოცნება ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეცდომებზე ბევრი ისწავლა და წინაღობებიც გადალახა.

როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი? – ვალერა თვითონ იყო თავისივე კომპანიის ყველა მიმართულების ხელმძღვანელი:

ფინანსები, გაყიდვები, მარკეტიგი და PR – კლიენტებს უნდა სცოდნოდათ მისი პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ. ბიუჯეტი ძალიან მწირი იყო, ამიტომ ვალერა პირადად ხვდებოდა მათ. თვითონვე ადგენდა მომხმარებლებთან კომუნიკაციის და ლოიალურობის საშუალებებს. მისი შემოსავლები რა თქმა უნდა იზრდებოდა.

OD და HR – ვალერას ბიზნესის გაფართოებაზე ახალი იდეებიც მოუვიდა. ინვესტიციის დაგეგმვისას მიხვდა: ის აღარ იყო პატარა ნავში, რომელსაც მართვისთვის მხოლოდ 1 ადამიანის ენერგია ეყოფოდა. არამედ გემში, სადაც ეკიპაჟიც უნდა ყოფილიყო. ვალერასთვის თავისი ბიზნესი უკვე შვილივით იყო. შესაბამისად, მას მხოლოდ ახლობელებს თუ ანდობდა. ამიტომ, ვალერამ სამუშაოდ დაუძახა მხოლოდ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს. მისთვის „სანდრო ადამიანი“ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდის ახალი წევრების კვალიფიკაციაზე ბევრი არც უფიქრია.

დრო გადიოდა და ვალერას კომპანიის შემოსავლებიც იზრდებოდა, რადგან მისი იდეები და მიდგომები მოლოდინებს ამართლებდნენ:

🔵 კლიენტი N1 პრიორიტეტი იყო, ამიტომ რეკლამებში და გაყიდვებში ჩადებული ფული არავის ენანებოდა;

🔵 თანამშრომლები ვალერას უსმენდნენ და წინააღმდეგობის გარეშე ასრულებდნენ დავალებებს;

🔵 სამსახურში გვიანობამდე დარჩენაც არავის ეზარებოდა, რადგან ეს ყოველთვის ფასდებოდა;

🔵 ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ცვლილებები ვალერას ბიზნესს უმტკივნეულოდ ეხებოდა.

🔵 კონკურენტები ვერ დებდნენ ისეთ შედეგებს, როგორც ვალერა;

🔵 ვალერა, იყო ვალერა, რომელსაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეეძლო!

ბოლო 3 წელია, რაც ვალერა გრძნობს, რომ ვითარება შეიცვალა: კონკურენტები ძალიან მოძლიერდნენ, ქვეყნის ევროპისკენ ორიენტაციამ ახალი რეგულაციები გააჩინა და კომპანიის ხარჯები გაიზარდა, გუნდის ახალ წევრებს ეძებს, მაგრამ საახლობლოს რესურსი ამოიწურა, ხოლო გასაუბრებაზე მოსული კანდიდატები არ არიან მზად ისე იმუშაონ კომპანიაში, როგორც ვალერა. გუნდის ხელმძღვანელები ვალერას გარეშე გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებენ და რა თქმა უნდა იდეებსაც დამფუძნებლისგან ელიან. ადამიანები აღარ მუშაობენ ისეთი ინთუზიაზმით, როგორც ეს წლების წინ იყო. კომპანია გაიზარდა და ის არა ერთი გემის ეკიპაჟის კაპიტანი, არამედ უკვე მთელი ფლოტისაა. ყველა კლიენტს და თანამშრომელს პირადად ვეღარ ეკონტაქტება, ახდენს მათ კატეგორიებად დაყოფას და ნაწილს კარგავს კიდეც.

2019 წელს ვალერას პრობლემების მოგვარებისთვის რჩევებს აძლევდნენ, მაგრამ ნაკლებად სჯერა მათი ეფექტიანობის: მან დღემდე, წარმატებას დაუღალავი შრომით და გაყიდვების სტიმულირებით მიაღწია. ტერმინები: დელეგირება, თანამშრომლების შრომითი კმაყოფილება, განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი და მსგავსი რაღაცები ხომ მხოლოდ თეორიაა?! პრაქტიკაა მთავარი! კლიენტები თუ არ იქნებიან არც კომპანია იქნება!

ამიტომ, ვალერა ისევ დღეს და ღამეს გაასწორებს და მთელი წელი იმუშავებს გაყიდვების გაზრდისთვის… ვალერას დიდი მოლოდინები აქვს… 2020 წელი გაყიდვების ზრდის წელია… ვალერა რეკლამასაც გააძლიერებს..

აქვე, ვალერას შინაგანი ხმა ეუბნება, რომ ყველაფერი ძველებურად აღარ იქნება… ცოტა პანიკური შიშებიც იპყრობს… თან ზარმაცი თაობა მოვიდა… თან ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთილდღეობა არავის ახარებს… მოკლედ…

ვალერამ ოქროს ხანა უნდა დააბრუნოს!

P.S. იმედია გაგრძელება იქნება 🙂

თუ მასალა მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
  •  
  •  
საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by