(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

პროექტების მენეჯერი – კვლევითი კომპანია

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ერთ-ერთი კონტრაქტორი კვლევითი კომპანიისთვის ვეძებ პროექტების მენეჯერს.

კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების მომზადება, ჩატარება, ანალიზი და შემდგომი კონსულტაცია.


სამუშაო პირობები


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (09:00 – 18:00 ან 10:00 – 19:00)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
უშუალო ხელმძღვანელი: გენერალური დირექტორი;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

დასაქმების შემთხვევაში, კომპანია გთავაზობთ:

🔵 კონკურენტულ და სწრაფად მზარდ ანაზღაურებას;
🔵 ლოკალური და საერთაშორისო კონტაქტების შეძენის საშუალებას;
🔵 კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
🔵 კეთილგანწყობილ და თავის სფეროში პროფესიონალ კოლეგებთან მუშაობის შესაძლებლობას;
🔵 ჯანმრთელობის დაზღვევას;
🔵 კორპორატიულ ნომერს;


სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები


ძირითადი მოვალეობები:

🔵 კომპანიის პროდუქტებისა და მეთოდიკების სრულყოფილად შესწავლა;
🔵 კომპანიის პროექტების დაგეგმვა და მართვა;
🔵 პროექტის მიმდინარეობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
🔵 პროექტის ფარგლებში, კომპანიის წამყვან რგოლებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება-შენარჩუნება;
🔵 კვლევებთან დაკავშირებით, კლიენტების პერიოდული კონსულტირება პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
🔵 კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის, საკონტაქტო ფურცლის, შერჩევის და ა.შ.) ფორმირება და გატესტვა;
🔵 საჭიროების შემთხვევაში, ინტერვიუერებისთვის მოკლევადიანი საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარება;
🔵 რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობის მიღება;
🔵 ხელმძღვანელთან პროექტის მიმდინარეობის ეტაპების და შესაბამისი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;

მინიმალური მოთხოვნები:

🔵 უმაღლესი განათლება. სასურველია, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
🔵 მოთხოვნილ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
🔵 სამუშაო გამოცდილება ან თეორიული ცოდნა პროექტების მენეჯმენტში;
🔵 თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების მომზადება-ჩატარების სპეციფიკის ცოდნა;
🔵 უცხო ენები: ინგლისური – ძალიან კარგად (წერა და მეტყველება), სასურველია, რუსული ენის ცოდნა;
🔵 MS Office_ის ძირითადი პროგრამების კარგად ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

🔵 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
🔵 გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
🔵 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
🔵 პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
🔵 დროის მართვის უნარი;
🔵 დეტალებზე ორიენტირებული;
🔵 გადაწყვეტილების მიღების უნარი;
🔵 განვითარებაზე ორიენტირებული;


როგორ დავიწყო კომპანიაში მუშაობა?


თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით, გამომიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე job.tchanturia@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებულ კარიერას!