მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის მარკეტინგული კვლევების ჩატარება, ანალიზი და შემდგომი კონსულტაცია.
სამუშაო პირობები
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი;
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსები.
სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და შესრულების უზრუნველყოფა;
მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან/პარტნიორებთან;
კვლევითი პროდუქტების განვითარება;
კვლევითი პროექტების წარმატებით შესრულების კონტროლი;
გუნდის წევრების დაკომპლექტება-დათხოვნაზე გადაწყვეტილებების მიღება;
გუნდის წევრების განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა-ჩატარების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
მენეჯერული და ლიდერული უნარ-ჩვევები;
კვლევითი პროექტების მართვის გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
MS Office-ის ძირითადი პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესდით ვაკანსიით?
გამომიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე job.tchanturia@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებულ კარიერას!