(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

მონაცემთა ანალიტიკოსი – კვლევითი კომპანია

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ერთ-ერთი კონტრაქტორი კვლევითი კომპანიისთვის ვეძებ მონაცემთა ანალიტიკოსს.

კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების მომზადება, ჩატარება, ანალიზი და შემდგომი კონსულტაცია.


სამუშაო პირობები


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (09:00 – 18:00 ან 10:00 – 19:00)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

დასაქმების შემთხვევაში, კომპანია გთავაზობთ:

🔵 კონკურენტულ და სწრაფად მზარდ ანაზღაურებას;
🔵 კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
🔵 კეთილგანწყობილ და თავის სფეროში პროფესიონალ კოლეგებთან მუშაობის შესაძლებლობას;
🔵 ჯანმრთელობის დაზღვევას;
🔵 კორპორატიულ ნომერს;


სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები


ძირითადი მოვალეობები:

🔵 რაოდენობრივი კვლევების მონაცემების დამუშავება და ბაზებთან მუშაობა;
🔵 რაოდენობრივი კვლევითი მონაცემების სტატისტიკური ანალიზი;

🔵 მონაცემთა დამუშავების მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
🔵 საჭიროების შემთხვევაში, პრეზენტაციების აწყობა;

მინიმალური მოთხოვნები:

🔵 უმაღლესი განათლება. სასურველია, სოციალური მეცნიერებების ან ტექნიკური მიმართულებით;
🔵 აუცილებელია ბაზებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
🔵 სასურველია სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა და SPSS-ში მუშაობის გამოცდილება;
🔵 სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
🔵 სასურველია პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა;
🔵 MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) ძირითადი პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

🔵 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
🔵 გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
🔵 დროის მართვის უნარი;
🔵 დეტალებზე ორიენტირებული;


როგორ დავიწყო კომპანიაში მუშაობა?


თუ დაინტერესდით ვაკანსიით, გამომიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე job.tchanturia@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებულ კარიერას!