(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ტალანტების მენეჯმენტი

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რას ნიშნავს ტალანტების მენეჯმენტი?

შრომის ბაზარზე პროფესიონალების მოძიება, აყვანა და შენარჩუნება კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით კრიტიკულია სიტუაცია მაშინ, როცა კომპანიას ე.წ. დეფიციტური პროფესიის ადამიანები ჰაერივით სჭირდება და ამავდროულად, ვერ ხერხდება ლიდერების პოტენციალის გამოვლენა-განვითარება. იმისთვის, რომ ორგანიზაციებს გრძელვადიანად ჰყავდეთ კვალიფიციური თანამშრომლები, ისინი ნერგავენ და მართვენ ტალანტების მენეჯმენტის სისტემას.

ტალანტების მენეჯმენტის სისტემა საშუალებას იძლევა გონივრულად და მიზანმიმართულად მოხდეს კომპანიის შიგნით და გარეთ მომუშავე ადამიანების:

🔵 მოზიდვა;
🔵 შერჩევა;
🔵 სოციალიზაცია;
🔵 შეფასება;
🔵 განვითარება;
🔵 მოტივირება;
🔵 სამუშაოდან დათხოვნა;

რა სარგებელს მოიტანს ტალანტების მენეჯმენტის სისტემის არსებობა?

🔵 მუდმივად ჰყავს ეფექტური ლიდერები, რომლებიც კომპანიის მისიას, ხედვას და ღირებულებებს იზიარებენ;
🔵 იზრდება შიდა კონკურენცია, ჰყავს სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები;

🔵 მაქსიმალურად იზოგება და მიზნობრივად იხარჯება ფინანსური, ინტელექტუალური და სხვა რესურსები.

მომსახურების მიიღების შემდეგ, დამკვეთს აქვს:

🔵 ტალანტების მენეჯმენტის ერთიანი სისტემა;
🔵 შემუშავებული სისტემის მართვის სახელმძღვანელო;

სერვისის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა  და შესრულების ვადაზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by