(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ბიზნესის სტრატეგია

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რისთვის არის საჭირო ბიზნესის სტრატეგია?

ბიზნესის სტრატეგიის დანიშნულებაა კომპანიამ ბაზარზე მოიპოვოს კონკურენტუნარიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში. დასახული მიზნები და ამოცანები კი მის იდეალური მომავლის შექმნას და კლიენტების მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას უნდა უზრუნველყოფდეს.

ამ მიმართულებით, ქართული კომპანიების უმეტესობაში, შემდეგ 2 ტრადიციულ შემთხვევას დავინახავთ:

1. ბიზნესის სტრატეგია არ არსებობს: ორგანიზაციის გეგმები მხოლოდ ფინანსურ მიზნებს უკავშირდება (მაგ: გაიზარდოს გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი) და სხვა მიმართულებები თითქმის იგნორირებულია. ასეთ სიტუაციაში, კომპანიის ამოცანა მხოლოდ თვითგადარჩენაა ხოლმე, რის გამოც ორგანიზაციის გარეთ მომხდარი ნებისმიერი ცვლილება უძლიერეს დარტყმას აყენებს, რესურსები იხარჯება ქაოტურად და ყოველთვის რთულდება/ჭიანურდება გადაწყვეტილებების მიღება.

2. ბიზნესის სტრატეგია ფორმალურად არსებობს: მასში უმეტესად მაღალფარდოვან სიტყვებს ამოიკითხავთ, შეადგენს 80-100 გვერდს, შემოდებულია თაროზე გაურკვეველი ვადით და მას თითქმის არავინ მიყვება.

რა სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას ბიზნესის სტრატეგიის არსებობა? – კომპანია:

🔵 აყალიბებს პრიორიტეტულ მიზნებს/ამოცანებს და რესურსებს მიმართავს მათ მისაღწევად;
🔵 გადაწყვეტილებების მიღება მარტივდება;
🔵 ნებისმიერი მოულოდნელი გარე ცვლილების მიმართ ადაპტირებადი ხდება;

მომსახურების მიღების შემდეგ, დამკვეთს აქვს ბიზნეს სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს

🔵 პრიორიტეტები;
🔵 განვითარების ძირითადი მიზნები და ამოცანები;
🔵 ამოცანების შესასრულებლად საჭირო პროგრამები;
🔵 სტრატეგიული გეგმის შესრულების მოსალოდნელი შედეგები;

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და შესრულების ვადაზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by