(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული სტრუქტურა

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

როდის და რისთვის არის საჭირო ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება?

კომპანიებში ძალიან ხშირია სისტემური პრობლემები, რომლებიც შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან: ხელმძღვანელები ვერ ახერხებენ საქმის სწორ დელეგირებას, ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაცია გაუმართავია, დეპარტამენტებს-ადამიანებს კარგად არ ესმით საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, იდეები არ მოძრაობს ქვემოდან ზევით და ა.შ. თუ ეს უსასრულოდ გაგრძელდა, საბოლოოდ ორგანიზაცია „ჩამოიშლება“, რადგან ადამიანები პროდუქტიულად ვერ მუშაობენ და ყოველი დღე ქაოტურია.

იმისთვის, რომ კომპანიამ დადეგმილად მიაღწიოს თავის მიზნებს, მას სჭირდება მისსავე საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი. ის კომპანიას საშუალებას აძლევს მობილურად იმოქმედოს შიდა-გარე გარემოსთან, ეფექტიანად წარმართოს საკუთარი პერსონალის ძალისხმევა მიზნების მიღწევის და კლიენტების დაკმაყოფილების მიმართულებით.

რა სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას მისივე სტრუქტურის ფორმირება?

🔵 ყველამ იცის საკუთარი როლი კომპანიაში და მაქსიმალურად კონცენტრირებულია მის შესრულებაზე;
🔵 როგორც გარედან შემოსული, ისე შიგნით არსებული ინფორმაცია არ იკარგება და მიეწოდება კომპეტენტურ ადამიანებს;
🔵 იზდება პერსონალის მოტივაცია და შრომითი კმაყოფილება;
🔵 მაქსიმალურად იზოგება და მიზნობრივად იხარჯება ფინანსური, ინტელექტუალური და სხვა რესურსები.

მომსახურების მიიღების შემდეგ, დამკვეთს აქვს:

🔵 ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი;
🔵 სტრუქტურული ერთეულების დებულებები: მიზნები, ამოცანები, პასუხისმგებლობები და ა.შ;

სერვისის ღირებულება დამოკიდებულია ორგანიზაციის ზომაზე, სამუშაოს მოცულობასა და შესრულების ვადაზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by