(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

რეკრუტინგი და ჰედჰანთინგი

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესი და გადაწყვეტილების მიღება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა ის უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული:

🔵 შრომის ბაზარზე ძალიან ცოტა პროფესიონალია;
🔵 იქმნება „არასწორი კანდიდატის“ პროფილი, რის გამოც ვაკანსიაზე გამოხმაურება მოდის „არასწორი ხალხისგან“;
🔵 ვაკანსიის გავრცელების სტანდარტული გზები აღარ იძლევა სასურველ შედეგებს;
🔵 ზედმეტი სიფრთხილის გამო, ტალანტები ხშირად თავს იკავებენ განაცხადი გააკეთონ კონკურენტ კომპანიებში;
🔵 კანდიდატები ხშირად ოსტატურად იტყუებიან და ქმნიან არასწორ მოლოდინებს დამსაქმებლის მიმართ;
🔵 მოლაპარაკების პროცესში, კომპანია და კანდიდატი ვერ ახერხებენ საერთო ინტერესების გამონახვას და შეთანხმებას;
🔵 მთელი პროცესის არაეფექტიანობის გამო ყველა კარგავს დროს, ფულს და სხვა მნიშვნელოვან რესურსს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენი კომპანიისთვის საჭირო ახალი თანამშრომლების მოზიდვა-შერჩევის პროცესის მენეჯმენტი მე გადმომაბაროთ. ასე თქვენ:

🔵 ზოგავთ თქვენს ყველანაირ რესურსს;
🔵 ამცირებთ კომპანიიდან ტალანტების გადინების რისკს;
🔵 რაც მთავარია, ოპტიმალურ დროში იღებთ სასურველ შედეგებს.

მომსახურების პაკეტში შედის:

🔵 ორგანიზაციული კლიმატის ზოგადი შესწავლა;
🔵 სამუშაოს ანალიზი და აღწერა;
🔵 საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება;
🔵 კანდიდატების მოძიება და გადარჩევა;
🔵 გადაწყვეტილების მიმღებისთვის საუკეთესო კანდიდატების წარდგენა;

სამუშაო პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

1⃣ დამკვეთის მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსება;
2⃣ ინტერვიუ გადაწყვეტილების მიმღებთან – ხანგძლივობა 35-60 წუთი;
3⃣ რეკრუტერის მიერ კანდიდატების მოძიების და გადარჩევის პროცესი – ხანგძლივობა 10-15 დღე;
4⃣ რეკრუტერის მიერ გადაწყვეტილების მიმღებისთვის საუკეთესო კანდიდატების წარდგენა;
5⃣ კანდიდატთან შრომის კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდა.

სიახლე! დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანი სამუშაო პროცესის ონლაინ პლათფორმაზე გადატანა.

კონკურენტული უპირატესობები:

🔶 რეკრუტინგის მრავალფეროვანი და თანამედროვე არხები;
🔶 მუდმივად განახლებადი ტალანტების ბაზა;
🔶 ნეთვორქინგი კონკრეტულ მიმართულებებში;
🔶 ჰედჰანთინგისთვის საჭირო ტაქტიკა და უნარ-ჩვევები;

🔶 ოპტიმალური ფასი და სამუშაოს მაღალი ხარისხი!

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by