(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ქოუჩინგი კარიერასა და ბიზნესში

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენი წარმატებული კარიერის მთავარი ფუნდამენტი საკუთარი თავის კარგად გაცნობაა. ცხადია, ვინაობასა და წარმომავლობას არ ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სახის საქმე მოგვანიჭებს ბედნიერებას, რა პრიორიტეტული შესაძლებლობები გვაქვს პროფესიაში, რა მიმართულებით გვჭირდება განვითარება და ა.შ. იმის გასარკვევად თუ ,,ვინ ვარ მე”, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ,,ქოუჩინგია” და მას განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ ხშირად იყენებენ. 

ბევრი ადამიანი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ქოუჩინგს. ხშირად ამის მიზეზი მისი შინაარსის არასწორად გაგება, შესაძლებლობების არ აღიარება ან უბრალო ტრენინგთან გაიგივებაა. მიუხედავად ოდნავი მსგავსებისა, განსხვავება როგორც პროცესების, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით მაინც დიდია. მოდით ერთად გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქოუჩინგი პირადად ჩვენს სასარგებლოდ ან კომპანიაში.

რა არის ქოუჩინგი?

ქოუჩინგი – კითხვების დასმა ადამიანისთვის სპეციალისტის პირადი შეხედულებების, რჩევის ან ცოდნის გარეშე. კორექტული კითხვების წყალობით ხდება იმ უნარების აღმოჩენა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი თვითონ პოულობს პრობლემების გადაჭრის და მიზნის მიღწევის გზებს. ქოუჩინგის პროცესისთვის კითხვები სისტემურად არის დალაგებული. ქოუჩის (პირი, რომელიც ქოუჩინგს ატარებს) ძირითადი ამოცანაა კლიენტმა თვითონ იპოვოს პასუხები საკუთარ კითხვებზე.

ქოუჩინგი თუ ტრენინგი?

კარიერული განვითარების ტრენინგის ერთ-ერთი ნაწილი შეიძლება თქვენი უნარების აღმოჩენა იყოს. უმეტესად, ამ დროს ტრენერი გაწვდით ინფორმაციას, გაძლევთ შესაბამის სავარჯიშოებს, მონაწილე კოლეგები გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ა.შ. რა თქმა უნდა, სწავლების ამ მეთოდის უგულებელყოფა არასწორი იქნება და ის ხარისხიან შედეგებს ნამდვილად იძლევა. თუმცა, ბევრად უკეთესი შედეგები მიიღება მაშინ, როცა სახეზეა კლიენტის პრობლემისადმი ინდვიდუალური მიდგომა, რასაც ქოუჩინგი ითვალისწინებს. ქოუჩი დამკვირვებელი უფროა, ვიდრე ტრენერი. მისი მიზანია ადამიანს საკუთარ თავში დაანახოს ის რისი ნახვაც მას დამოუკიდებლად არ შეუძლია. პირველ რიგში, ქოუჩი გვევლინება როგორც სარკე, რომელშიც ჩახედვის შემდეგ ადამიანი აირკლავს საკუთარ თავს შესაძლებლობების დამატებითი რეზერვით და თვითონ ამოქმედდება იმ თხოვნის შესასრულებლად, რომლისთვის იგი მოვიდა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ მთავარი მოქმედი როლი კლიენტს ენიჭება.

ასევე, მაშინ როცა ტრენინგის დრო შეზღუდულია, ჯგუფის სხვა მონაწილეებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები და ტრენერი ცდილობს მონაწილეების მიმართ დაიცვას თანასწორობის პრინციპი, ქოუჩინგის დროს ქოუჩი მთლიან ყურადღებას კლიენტს უთმობს და მხოლოდ მასზე კონცენტრირებული. როდის დასრულდება ქოუჩინგის პროცესი? – მაშინ, როცა კლიენტი საბოლოოდ გასცემს საკუთარ კითხვებზე საჭირო პასუხებს. სესიის ხანგძლივობა თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდებული.

ქოუჩინგის მეთოდი ეფექტიანი იქნება მათთვის ვისაც მეტის მიღწევა სურს ცოხვრებაში, ვინც მზად არის შეიცვალოს. ცხოვრების სწრაფი ტემპი ჩვენგან მუდმივ განვითარებას მოითხოვს: ახალი პიროვნული და პროფესიული უნარები, ახალი ცოდნა და ა.შ. იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას და ჩვენს საქმეში მივიღოთ/შევინარჩუნოთ პროფესიონალის რეპუტაცია, აუცილებელია სწორად მივიღოთ ცვილილებები, ამაში კი ქოუჩინგიც გვეხმარება.

გამოდგებიან თუ არა ბიზნეს-ქოუჩები კომპანიაში?

დღეს, მსოფლიოს წარმატებული კომპანიების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც მიმართავენ ქოუჩს. აქედანვე ნათელია ქოუჩინგის როლი ხელმძღვანელების ეფექტურობაში.

ორგანიზაციას სჭირდება ქოუჩი, რომელიც ექსპერტის უნარ-ჩვევებითა და ბიზნესში ფართო სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევა. იმისთვის, რომ ბიზნეს-ქოუჩმა თქვენს კომპანიაში ეფექტიანად იმუშაოს. სასურველია, სხვა მნიშვნელოვან უნარებთან ერთად, ჰქონდეს ტრენერის კვალიფიკაციაც და კარგად ერკვეოდეს ბიზნესის პრობლემურ საკითხებში.

თუ მასალა მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
  •  
  • 1

 

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by