(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული იდენტობა

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რას ნიშნავს ორგანიზაციული იდენტობა?

დამფუძნებლების უმეტესობას, მაშინ როცა ბიზნესს იწყებენ და მართვენ, ფულის შოვნის მოტივაცია ამოძრავებთ. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ კომპანიის მიზანი ფინანსური მოგების მიღებაა. რაც აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა! ეს უკანასკნელი კომპონენტი ბიზნესის შედეგია, ხოლო მიზანი კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. მოკლედ, რომ არა კლიენტების მიერ პროდუქტში/სერვისში გადახდილი თანხა, კომპანიას არ ექნებოდა შემოსავალი.

აქედან გამომდინარე, ყველა კომპანიამ კარგად უნდა გააცნობიეროს საკუთარი იდენტობა: ვინ არის მათი კლიენტი (ინტერესები, საჭიროებები, ქცევა და ა.შ.), კონკრეტულად რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და როგორ გააკეთებს ამას. ასევე, აუცილებელია იცოდეს როგორ ზომავს ის საკუთარ წარმატებას და რაც მთავარია, რა ფასეულობებზე დგას ორგანიზაცია – როცა იცი ვინ ხარ და ვის ემსახურები, უფრო მიზანმიმართულად იხარჯები.

რა სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება?

🔵 მარტივდება გადაწყვეტილებების მიღება-რეალიზაცია და უმჯობესდება მათი ხარისხიც;
🔵 იქმნება ეფექტიანი ბიზნესის სტრატეგია და ორგანიზაციული სტრუქტურა;
🔵 ორგანიზაციული იდენობა ლიდერებს და მენეჯერებს ეხმარება საკუთარი გუნდის მართვაში;
🔵 კლიენტები, პარტნიორები და ტალანტები მარტივად ხვდებიან კომპანიის სარგებლიანობას;
🔵 ხელი ეწყობა კორპორატიული კულტურის განვითარებას;

მომსახურების მიიღების შემდეგ, დამკვეთს აქვს კომპანიის:

🔵 მისია;
🔵 ხედვა;
🔵 ღირებულებები;

სერვისის ღირებულება დამოკიდებულია შესრულების ვადაზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by