(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული ტრანსფორმაცია

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს იმას, რომ კომპანიებში დაგროვილი პრობლემები საბოლოოდ კრიზისის სახეს იღებს და ორგანიზაციის არსებობასაც კი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

რაშია ძირითადი პრობლემა?

კომპანია იმდენად დიდ რესურსებს უთმობს შიდა თემების ორგანიზებას, რომ კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ცოტა დრო და ენერგია რჩება ან პირიქით, იმდენად არის კლიენტებზე კონცენტრირებული, რომ შიდა ფაქტორების უყურადღებობა შიგნიდანვე ანგრევს ორგანიზაციას.

რაშია გამოსავალი?

კომპანია უნდა გახდეს თვითკონტროლირებადი ორგანიზმი, რომლის ყურადღების მაქსიმუმი კლიენტებსა და გარე ცვლილებებთან ადაპტირებისკენაა მიმართული. ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მიზანია კომპანია გახდეს ეფექტური და პროდუქტიული როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ორგანიზაციული ტრანსფორმაციის სერვისის ამოცანაა:

🔵 ორგანიზაციის სწავლება თავად აიდენტიფიციროს და გადაჭრას მის წინაშე არსებული პრობლემები;

🔵 ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურის შექმნა;

🔵 მენეჯმენტის სისტემების ხარისხის გაუმჯობესება;

🔵 მენეჯერული უნარებისა და სტილების განვითარება.

ორგანიზაციის ტრანსფორმაცია შემდეგ 3 ეტაპს მოიცავს:

1. ვოქშოპი ორგანიზაციის მაღალ რგოლთან – შეხვედრის მიზანია კომპანიის დამფუძნებლებს და მენეჯერებს დეტალურად გააცნოს ტრანფორმაციის სარგებელი და მიიღონ ინფორმაციები, რომლებიც მათ ბიზნესის კიდევ უფრო ეფექტურად მართვაში დაეხმარებიან.

2. ორგანიზაციის დიაგნოსტიკა – განვითარების რომელ ეტაპზეა ორგანიზაცია? რომელი პრობლემებია აუცილებლად გადასაჭრელი და რა არის მათი არსებობის მთავარი მიზეზები? 

3. ცვლილებების მენეჯმენტი – მიმდინარეობს გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ყველა იმ სისტემის შემუშავება-დანერგვა, რომელიც კომპანიას აქცევს თვითკონროლირებად ორგანიზმად.