(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციის განვითარება

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

OD სერვისების მიზანია, თქვენი ბიზნესის პრობლემების მოგვარებასა და ეფექტიანობის აღდგენა-შენარჩუნებაში დაგეხმაროთ. შემუშავებული და დანერგილი ორგანიზაციული ცვლილებების შედეგია გრძელვადიანი ფინანსური წარმატების მიღწევა-შენარჩუნება.

OD სერვისების ამოცანაა დაეხმაროს მაღალი რგოლის ხელმძღვანელებს შეიცვალონ მენეჯმენტის მიდგომები და ამის შემდეგ, თავად შეცვალონ საკუთარი კომპანიის ქცევა ანუ „Change to change your company“. შემოთავაზებული სერვისების მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის განსხვავდება ტრადიციული საკონსულტაციო მომსახურებისგან, რომლებიც ორგანიზაციებს გადაწყვეტებს (Solutions) აწვდიან, რაც შედეგობრივად თითქმის არ ზრდის ორგანიზაციულ კომპეტენციას და პრობლემა მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივით გვარდება.

ნებისმიერი ორგანიზაცია, ადამიანის მსგავსად, იზრდება და ვითარდება. ის განვითარების 5 ეტაპიდან ერთ-ერთში იმყოფება. ამის ცოდნა გვეხმარება იმაში, რომ დადგინდეს ბიზნესის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და განისაზღვროს ის პრიორიტეტები, რომლებისკენაც ორგანიზაციის ენერგია უნდა იყოს მიმართული.

ორგანიზაციის განვითარების წარმატებული გზა ნიშნავს: სწრაფად და ეფექტიანად გაიაროს ბავშვობა, მოზარდობა, ახალგაზრდობა და მიაღწიოს გაფურჩქვანას. ამის შემდეგ, კი შეინარჩუნოს ეს უკანასკნელი ეტაპი და არ გადავიდეს სიბერისკენ.

განვითარების ეტაპის ზოგადი აღწერა:

ორგანიზაცია იმ მოზარდს ჰგავს, რომელიც მუდმივად ცდილობს საკუთარ შეცდომებზე სწავლას. ამ პერიოდში, მისი მთავარი პრიორიტეტი გაყიდვებია და ენერგიის მაქსიმუმი მიმართულია პროდუქტზე, კლიენტებზე, კონკურენტებზე და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში, კომპანიას, რომელიც ოჯახური გარემოს ნიშნებით ხასიათდება, მისივე დამფუძნებელი მართავს. 

რამდენიმე შეცდომა, რომელიც ამ ეტაპზე მყოფი კომპანიისთვის დამღუპველია:

🔘 ორიენტაცია ფინანსურ მოგებაზე;
🔘
მენეჯმენტის სისტემების დანერგვა;

🔘 ლიდერობის ლიბერალური სტილი;
🔘 დამფუძნებლის ჩამოშორება კომპანიის მართვისგან;
🔘 კორპორატიული კულტურის განვითარების უგულებელყოფა;

ჩემი როლი:

საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, დაგეხმარებით მოზარდობის ეტაპის წარმატებით გადალახვაში, რომელიც 2 ამოცანას ემსახურება:

🔘 შეიქმნათ ყველა საფუძველი იმისთვის, რათა დაიწყოთ მუშაობა მოზარდობის ეტაპზე გადასასვლელად;
🔘 კომპანიამ დააგროვოს კომპეტენციები, მიიღოს შემოსავალი და არ შეწყვიტოს არსებობა.

განვითარების ეტაპის ზოგადი აღწერა:

ორგანიზაციამ უკვე დააგროვა იმდენი შემოსავალი, რომ ნაკლებად უწევს თვითგადარჩენაზე ფიქრი. დგება დრო, კლიენტების მოთხოვნილებების პროგნოზირების და პროდუქტების/სერვისების დახვეწისა. კომპანიაში, ძალაუფლება კვლავ დამფუძნებლის ხელშია და გადაწყვეტილებები მიიღება ინტუიტიურად და არა ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. მართვის სტილიც ინარჩუნებს ოჯახური გარემოს ნიშნებს. 

რამდენიმე შეცდომა, რომელიც ამ ეტაპზე მყოფი კომპანიისთვის დამღუპველია:

🔘 მენეჯმენტის სისტემების აქტიური დანერგვა;
🔘 ზედმეტი ფინანსური ხარჯები მაღალკვალიფიციურ პერსონალსა და ტექნიკაზე;

🔘 ლიდერობის ლიბერალური სტილი;
🔘 დამფუძნებლის ჩამოშორება კომპანიის მართვისგან;
🔘 კორპორატიული კულტურის განვითარების უგულებელყოფა;

ჩემი როლი:

საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, დაგეხმარებით მოზარდობის ეტაპის წარმატებით გადალახვაში, რომელიც 2 ამოცანას ემსახურება:

🔘 შეიქმნათ ყველა საფუძველი იმისთვის, რათა დაიწყოთ მუშაობა ახალგაზრდობის ეტაპზე გადასასვლელად;
🔘 კომპანიამ დააგროვოს კომპეტენციები, მიიღოს შემოსავალი და არ შეწყვიტოს არსებობა.

განვითარების ეტაპის ზოგადი აღწერა:

აღნიშნულ ეტაპზე ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი დგება მაშინ, როცა დამფუძნებელი ორგანიზაციას სამართავად გადასცემს პროფესიონალ მენეჯერს, რომელმაც კომპანია მოგებაზე უნდა გაიყვანოს. მენეჯერის უსაზღვრო მონდომების მიუხედავად, მისი მხრიდან ძალიან რთულდება კომპანიაში ცვლილებების შემუშავება და დანერგვა. გამოწვევა უამრავია: ლიდერობის სტილის ცვლილება, ახალი მიზნების დასახვა, ეფექტიანი დელეგირება, ფილოსოფიური კონფლიქტი მენეჯერსა და დამფუძნებელს შორის, პერსონალის საბოტაჟი, კლიენტების ყურადღების მიღმა დარჩენა და ა.შ.

რამდენიმე შეცდომა, რომელიც ამ ეტაპზე მყოფი კომპანიისთვის დამღუპველია:

🔘 მენეჯმენტის სისტემების ფუნდამენტური დანერგვა;
🔘 ლიდერობის ავტორიტარული სტილი;
🔘 დამფუძნებლის საბოლოო ჩამოშორება კომპანიის მართვისგან;
🔘 კორპორატიული კულტურის განვითარების უგულებელყოფა;
🔘 „ყველაფერი პრიორიტეტულია“

ჩემი როლი:

საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, დაგეხმარებით ახალგაზრდობის ეტაპის წარმატებით გადალახვაში, რომელიც 2 ამოცანას ემსახურება:

🔘 შეიქმნათ ყველა საფუძველი იმისთვის, რათა დაიწყოთ მუშაობა გაფურჩქვნის ეტაპზე გადასასვლელად;
🔘 კომპანიამ დააგროვოს კომპეტენციები, გავიდეს მოგებაზე და არ შეწყვიტოს არსებობა.

განვითარების ეტაპის ზოგადი აღწერა:

ეს არის კომპანიის ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობა. ენერგიით აღსავსე და გამოცდილებით დაგროვილი ორგანიზაცია პოულობს საკუთარ იდენტობას, მისი მიზნები და ამოცანები კიდევ უფრო ახლოსაა რეალობასთან, ახდენს ყურადღების  იდეალურ ბალანსს როგორც ორგანიზაციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან, ისე გარეთ კლიენტების მიმართ. ცნება „კლიენტი ყოველთვის მართალია“ ქრება, რადგან მისი ფინანსური სტაბილურობა ძალიან მყარია. ორგანიზაციის თანამშრომლები საკუთარ დამსაქმებელს რეკომენდაციას უწევენ როგორც ტალანტებთან, ისე პოტენციურ კლიენტებთან. კომპანია ინარჩუნებს საკუთარ შედეგიანობას და ეფექტურობას, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ნებისმიერ მომხდარ ცვლილებასთან სწრაფად ახდენს ადაპტირებას. პრობლემები, რომლებიც ორგანიზაციის წინაშე დგება შესაძლებლობებად არის ქცეული.

რამდენიმე შეცდომა, რომელიც ამ ეტაპზე მყოფი კომპანიისთვის დამღუპველია:

🔘 კორპორატიული კულტურის განვითარების უგულებელყოფა;
🔘 ზრდის ეტაპზე დაბრუნება;
🔘 სიბერის ეტაპზე გადასვლის საფუძვლების პერიოდულად შექმნა.

ჩემი როლი:

საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, დაგეხმარებით გაფურჩქვნის ეტაპის მიღწევასა და შენარჩუნებაში, იმისთვის, რათა კომპანიამ მუდმივად გაზარდოს ფინანსური მოგება.

განვითარების ეტაპის ზოგადი აღწერა:

გაფურჩქვნის ეტაპის მიღწევით და მისი პოზიტიური შედეგებით გამოწვეული თვითკმაყოფილება და ყურადღების მოდუნება, სიბერის დაწყების ნიშნებია. ხშირ შემთხვევაში, შეცდომები ადამიანებს ბრალდებათ და არა ფაქტებს. ფორმალიზაციის და სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხის გამო, გადაწყვეტილებები ჭიანურდება და კომუნიკაციის გაუმართაობის გამო, ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც იკარგება. გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი ძალაუფლება ფინანსურ ან იურიდიულ მიმართულებებშია თავმოყრილი. კომპანიაში მომავლის გამოწვევებზე მსჯელობის ნაცვლად, ცდილობენ სიამაყის საფუძვლების წარსულში ძიებას. ორგანიზაცია მოუქნელია და ვერ ახერხებს მობილურ მოქმედებას როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ. მიუხედავად ამისა, განვითარების ამ ეტაპზე, ორგანიზაცია მაინც გრძნობს კმაყოფილებას, რადგან სისტემური პრობლემების შედეგები გვიან მიდის მმართველ ორგანოსთან ან დიდ ყურადღებას არ აქცევენ მათ.

რამდენიმე შეცდომა, რომელიც ამ ეტაპზე მყოფი კომპანიისთვის დამღუპველია:

🔘 ცვლილებების მიუღებლობა!

ჩემი როლი:

საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, დაგეხმარებით გაფურჩქვნის ეტაპზე დაბრუნებაში, იმისთვის რათა კომპანიამ შეწყვიტოს სვლა თვითლიკვიდაციისკენ და დაიბრუნოს თავისი ადგილი ბაზარზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by