მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს, რომ ნებისმიერ კომპანიას წარამატებაში ხელს უშლის 2 მთავარი მიზეზიდან ერთ-ერთი:
• იმდენად დიდი ყურადღება ეთმობა შიდა საკითხების დაგეგმვა-ორგანიზებას, რომ კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ცოტა რესურსი რჩება.
• ან პირიქით, იმდენად უპირატესია კლიენტებზე კონცენტრაცია, რომ შიდა გამოწვევების უყურადღებობა, ეტაპობრივად შიგნიდანვე ანგრევს ორგანიზაციას.
ჩემი საკონსულტაციო სერვისების მიზანია, კომპანია გახდეს თვითკონტროლირებადი ორგანიზმი, რომლის ყურადღების მაქსიმუმი კლიენტებსა და ცვლილებებთან ადაპტაციისკენაა მიმართული. აღნიშნულ მიზანს კი მართვითი სისტემების ხარისხისა და მენეჯერების კომპეტენციების გაუმჯობესებით ვაღწევ.