(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

სწავლა და განვითარება

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რისთვის არის საჭირო სწავლის და განვითარების სისტემების დანერგვა?

მუდმივი და სწრაფი ცვლილებები ძალიან მალე აძველებს ცოდნას, რომელიც ყოველთვის უნდა განახლდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი უნარების გამომუშავება საშუალებას იძლევა მარტივად გადაილახოს პროფესიული წინააღმდეგობები. აღნიშნული ფაქტორები, თანამშრომელთა ეფექტიანი მუშაობისთვის, უმნიშვნელოვანესია.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა თანამშრომელთა სწავლასთან და განვითარებასთან აკავშირებენ მხოლოდ ტრენინგების ჩატარებას. სინამდვილეში სხვა ეფექტიანი და იაფი მეთოდებიც არსებობს: წიგნის კლუბები, მენტორინგი, როტაცია და ა.შ. საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა და განვითარების ერთიან სისტემაში მოქცევა კი წარმატების გარანტორია.

გთავაზობთ სწავლისა და განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც თქვენი კომპანიის საჭიროებებსა და მიზნებზე იქნება მორგებული.

რა სარგებელს მოუტანს კომპანიას სწავლის და განვითარების სისტემის არსებობა?

🔵 ჰყავს სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები;
🔵 იზოგება ფული და დრო, ხოლო იზრდება პერსონალის განვითარების და კმაყოფილების მაჩვენებელი;
🔵 განხორციელებული აქტივობების მოსალოდნელი შედეგები გაზომვადია.

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და შესრულების ვადაზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by