(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

გასაუბრება – 5 მიუღებელი ფაქტორი კანდიდატისგან

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ვაკანსიით გათვალისწინებულ სამუშაო მოთხოვნებს 99%-ით აკმაყოფილებთ? ფუნქციების პირნათლად შეასრულება თავისუფლად შეგიძლიათ? ეს ძალიან კარგია. ამის მიუხედავად, გასაუბრებაზე დამქირავებელმა შეიძლება თქვენზე არჩევანი მაინც არ გააკეთოს. გთავაზობთ 5 მიზეზს:

1. დროის ცუდად მართვა
გასაუბრებაზე დაგვიანება ცუდი გზავნილია იმ ადამიანის მისამართით, რომელიც ჯერ კიდევ არ გიცნობთ. შეიძლება საცობში ყოფნა თქვენთვის საპატიო მიზეზია, მაგრამ სხვისთვის ეს ასე არ არის. თუ დაგიბარეს 14:25-ზე იყავით ადგილზე 14:20-ზე მაინც. შეეცადეთ, გამოიმუშაოთ დროის მართვის უნარები.

2. კითხვები კანდიდატისგან
ვინც ხშირად ყოფილა გასაუბრებაზე დამეთანხმება, რომ HR მენეჯერი, უმეტეს შემთხვევაში, ინტერვიუს ბოლოს კანდიდატს შემდეგ კითხვას უსვამს: „თუ რამე კითხვები გაქვთ, მზად ვარ გიპასუხოთ“. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი საქმე არც ისე კარგად არის, რადგან შეიძლება ჩათვალონ რომ ინტერესი მხოლოდ სამსახურის ქონის/ანაზღაურების მიმართ გაქვთ და არა სამუშაოს ან ორგანიზაციის. ყველაფერი ყოველთვის ნათელი ვერ იქნება, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ გამოიჩინოთ ყურადღება მიმდინარე საუბარზე.

3. აგრესიის გამოხატვა
HR მენეჯერები ხშირად ამოწმებენ ადამიანების ემოციონალურ მდგომარეობას, იმისთვის რათა გაარკვიონ რამდენად მოერგება ახალი ადამიანი ორგანიზაციაში უკვე მყოფ გუნდს და მის ორგანიზაციულ კულტურას, რამდენად შეძლებს კრიტიკულ სიტუაციებში დათმობაზე წასვლას და ა.შ. სწორედ ამიტომ, გასაუბრებაზე შეიძლება დაგისვან სხვადასხვა ინტრიგნული კითხვა, რომლებიც ჩვეულებრივ სიტუაციაში ალბათ გაგაბრაზებთ. ჯობია ყველა კითხვას მშვიდად უპასუხოთ. ნუ აღელდებით.

4. კარიერული მიზნის არ ქონა
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე დიდი ხანია სამეფო ტახტს იკავებს. სწორედ ამიტომ, ყველა ცდილობს იმ სამუშაოს შესრულებას, რომელშიც ფულს გადაუხდიან. ვერავინ იცლის იფიქროს იმაზე თუ საით მიდის მისი კარიერული გზა. ამ კომპონენტს კი დამქირავებელთა 90% ძალიან დიდ ყურადღებას აქცეევს. თუ არ გაქვთ კარიერული გეგმა, ჯობია დღესვე მოიმარჯვოთ კალამი და ფურცელი.

5. ლოზუნგი: ოღონდ დამასაქმეთ!
კარგმა თანამშრომლებმა ყოველთვის იციან საკუთარი შრომის ფასი. შესაბამისად, ისინი ბევრად უკეთ აკონტროლებენ შრომის ბაზარს და ობიექტურ ანაზღაურებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ არ იცით რამდენი უნდა გადაგიხადონ, შეიძლება ჩათვალონ, რომ გუნდში თქვენი ადგილი არ არის.

თუ მასალა მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
  •  
  • 1

 

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by