(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

შეფასების სისტემები

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რისთვის სჭირდება ორგანიზაციას შეფასების სისტემა?

მაღალი რგოლის მენეჯმენტი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და მასში მომუშავე დასაქმებულებისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდება, რომლებმაც ბიზნესის წარმატება უნდა უზრუნველყონ. თავის მხრივ, თანამშრომლებს მოლოდინი აქვთ, რომ მათი შრომა დაფასდება, რის შედეგადაც მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ა.შ. მიუხედავად ასეთი ნორმალური და სწორი მოლოდინებისა, ხშირ შემთხვევაში მხარეები უკმაყოფილოები არიან ერთმანეთისგან. ამის რამდენიმე ტრადიციული მიზეზი არსებობს:

🔵 შეფასების კრიტერიუმები დგინდება ცალმხრივად ან/და ბუნდოვანია;
🔵 თანამშრომლებში ეს სისტემა აღქმულია მხოლოდ კონტროლის მექანიზმად;
🔵 ორგანიზაციისთვის ეს „ახალი ხილია“ და ყველა სკეპტიკურად უყურებს მას.
🔵 შემუშავებული სისტემა არ ერგება კომპანიის განვითარების ეტაპს, კორპორატიულ კულტურას და სხვა პარამეტრებს.

სინამდვილეში კი, როცა კომპანიაში სამუშაოს შეფასების სისტემა სწორად არის დანერგილი:

🔵 ორგანიზაცია ინარჩუნებს საკუთარ ძლიერ მხარეებს და თანმიმდევრულად მუშაობს სისუტეების აღმოსაფხვრელად;
🔵 სტრუქტურული ერთეულები/თანამშრომლები მაქსიმალურად იხარჯებიან ამოცანების შესრულებაზე;

🔵 ხელმძღვანელებს საშუალება ეძლევათ დაიცვან „სამართლიანობის პრინციპი“ და ასე გასცენ ჯილდოები;
🔵 კომპანიაში საგრძნობლად იზრდება თანამშრომელთა მოტივაცია და შრომითი კმაყოფილება;

რას გთავაზობთ?

თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულებისა და მასში შემავალი ინდივიდებისთვის შეფასების სისტემის:

🔵 შემუშავებას;
🔵 დანერგვას;

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ორგანიზაციის ზომაზე, სამუშაოს მოცულობასა და შესრულების ვადაზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by