(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

დროის მართვა

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ორგანიზაციებში: თანამშრომლები მუდმივად დროის სიმცირეს უჩივიან, არ ჰყოფნით ენერგიაც საკუთარი პრიორიტეტული საქმეების ხარისხიანად შესრულებისთვის, მავნე ჩვევები ფლანგავენ დროს, უსასრულოდ ხდება საქმეების გადადება, რუტინა აქვეითებს მოტივაციას, იზრდება სამუშაო დატვირთვით მიღებული სტრესი და ა.შ.

ასეთი ან მსგავსი რეალობის ფონზე, ადამიანებს ძალიან უჭირთ გახდნენ მაქსიმალურ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლები და კომპანიებისთვისაც მხოლოდ მინიმალური სარგებელი მოაქვთ.

ტრენინგ-კურსის მიზანი: 

მონაწილეების დახმარება, დროის მართვის ინსტრუმენტების გამოყენებით გაზარდონ საკუთარი პროდუქტიულობა, პირად-სამსახურეობრივ საქმიანობაში მიიღონ მაქსიმალური შედეგები და შეამცირონ სამუშაო დატვირთვით მიღებული სტრესი.

ტრენინგ-კურსის ამოცანა: 

მონაწილეებმა, დროის მართვის ინტრუმენტების შესწავლის მეშვეობით, შექმნან საკუთარ რეალობაზე მორგებული დროის მართვის სისტემა.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ:

🎯 დროის და მისი მართვის სპეციფიკის საფუძვლიანად გააზრება;
🎯 დროის მფლანგველებთან გამკლავება;
🎯 გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა;
🎯 მიზნების მისაღწევად საჭირო ეფექტიანი გეგმის შედგენა;
🎯 პრიორიტეტების სწორად გადანაწილება;
🎯 თვითმოტივაციის მეთოდების გამოყენება;
🎯 სასარგებლო ჩვევების ეტაპობრივი გამომუშავება;
🎯 გეგმის შესრულების კონტროლი.

ორგანიზაციის სარგებელი:

✅ ჰყავს თვითორგანიზებული თანამშრომლები, რომლებიც ეფექტიანად აკონტროლებენ საკუთარ დროს და ენერგიას;
✅ უმჯობესდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა და მუშაობის შედეგები;
✅ საგრძნობლად მცირდება სამსახურში სამუშაო დატვირთვით მიღებული სტრესი.
✅ თვითმოტივირებული და მიზანდასახული პერსონალი, ორგანიზაციას ეხმარება, მიზნების კიდევ უფრო სწრაფად მიღწევაში.

სამიზნე ჯგუფი: 

ორგანიზაციის ნებისმიერი მიმართულების მენეჯერები და სპეციალისტები. 

სწავლების მეთოდი: 

პრეზენტაცია, დისკუსია, ტესტები, ქეისები, სავარჯიშოების შესრულება, ვიდეო რგოლების განხილვა.

მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა: 10-12

ხანგძლივობა: 12 საათი.

შეხვედრების რაოდენობა: 5

🔵 მოიცავს დროის მართვის 50-მდე ტექნიკას, რომლებიც სისტემურად არის დალაგებული ცნობილი TM ავტორების მიერ.

🔵 ყველა სისტემა გამოცდილია „ქართული ცხოვრების“ რიტმზე და წარმატებით მუშაობს.

🔵 საკითხები ითვალისწინებს როგორც პირად, ისე სამუშაო პროცესის ორგანიზებას.

პრობლემის გააზრება:

🔘 რატომ არის დრო უმნიშვნელოვანესი რესურსი?
🔘 ვიყენებთ თუ არა დროს ეფექტიანად?
🔘 რატომ არ გვყოფნის და რა ფლანგავს ჩვენს დროს?
🔘 რისთვის გვჭირდება დამატებითი დრო?

პრინციპები:

🔘 დროის მართვის ის პრინციპები, რომლებიც ყველა სისტემისთვის საერთოა;
🔘 ეროვნული და ორგანიზაციული კულტურის გავლენა დროის მართვაზე;
🔘 მიზნების დასახვის, დაგეგმვის, თვითმოტივაციის და თვითდისციპლინის როლი დროის მართვაში.

მიზნების დასახვა:

🔘 განსხვავებები: მისია, ოცნება, სურვილი, მიზანი;
🔘 მიზნის მოდელი და კატეგორიების მიხედვით განაწილება;
🔘 გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა;
🔘 შიდა და გარე სიტუაციის ანალიზი;
🔘 გადაწყვეტილების მიღება;

დაგეგმვის ტექნიკები:

🔘 დაგეგმვა: წელი, თვე, კვირა, დღე;
🔘 პრიორიტეტების გადანაწილების მეთოდები;
🔘 როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო და მსხვილ საქმეებს?
🔘 რისთვის გვჭირდება საქმეების დელეგირება?
🔘 დაგეგმვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა;
🔘 როგორ გავაკეთოთ საქმეების სია, ისე რომ მათი შესრულება არ დაგვავიწყდეს?

თვითდისციპლინა:

🔘 თვითდისციპლინის არსი და მნიშვნელობა;
🔘 დროის მფლანგველების წყაროები და მათთან მუშაობა;
🔘 რა როლი აქვს დასვენებას დროის მართვაში?
🔘 ვისვენებთ თუ არა ეფექტიანად სამუშაო დროის განმავლობაში?
🔘 ენერგიის აღდგენის 4 საშუალება;
🔘 რატომ არის ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი?
🔘 ახალი ჩვევების გამომუშავება;
🔘 როგორ ვამოტივირო საკუთარი თავი?
🔘 შინაგანი და გარეგანი მოტივატორების მართვა;
🔘 მიზნის მიღწევის და გეგმების შესრულების კონტროლი;

GTD:

🔘 რას ნიშნავს დროის მართვა GTD სისტემის მიხედვით?
🔘 რა შემთხვევაშია ის ეფექტური?
🔘 როგორ ვიმუშაოთ პრაქტიკაში GTD სისტემის მიხედვით?

ტრენინგ-კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მომზადება უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა კომპანიამ.

ტრენინგ-კურსის ჩატარების საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამკვეთი კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლობის პერიოდულობაზე და სხვა კომპონენტებზე.

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by