(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციის დიაგნოსტიკა

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რისთვის არის საჭირო ორგანიზაციის დიაგნოსტიკა?

ხშირია შემთხვევა, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს უჭირთ არსებული პრობლემების წყაროების იდენტიფიცირება. შესაბამისად, გამოსავლის ჩამოყალიბებაც შეუძლებელი ხდება. მაგ: კომპანია ვერ ახერხებს საკუთარი თანამშრომლების ძალისხმევის მიმართვას ორგანიზაციული მიზნებისკენ, რის გამოც საერთო სამუშაო შედეგები თითქმის არ იდება. ის თუ რატომ ხდება ასე, შეიძლება სხვადასხვა სავარაუდო მიზეზი დასახელდეს: არარეალური სტრატეგია, არაეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურა, KPI სისტემები ხაფანგებად არის ქცეული და ა.შ. თუ კომპანია, მხოლოდ ვარაუდით მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც წესი, გააფუჭებს იმასაც, რაც ხელს უწყობს მას წარმატების მიღწევაში.

ორგანიზაციის დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პრობლემების მიზეზები და მოახდინოს მენეჯმენტის იმ სისტემების იდენტიფიცირებაც, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციას საკუთარი მიზნების მიღწევაში.

ორგანიზაციის დიაგნოსტიკის პროექტის დაკვეთის შემთხვევაში, გთავაზობთ თქვენი კომპანიის:

🔵 განვითარების ეტაპის დადგენას;
🔵 სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემების იდენტიფიცირებას;
🔵 რეკომენდაციებს პრობლემების მოგვარების მიზნით.

სამუშაო ინსტრუმენტები:

🔵 ფსიქომეტრიული ტესტები;
🔵 დაკვირვება;
🔵 ქოუჩინგის ტექნიკები;
🔵 ინტერვიუები;
🔵 კომპანიის შიდა დოკუმენტების ანალიზი;

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია შესრულების ვადაზე. 

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by