(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

რეკრუტინგი და ჰედჰანთინგი

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ახალი თანამშრომლის მოძიება-შერჩევის პროცესი (რეკრუტინგი) უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან:

• შრომის ბაზარზე ძალიან ცოტა პროფესიონალია;
• ვაკანსიის გავრცელების სტანდარტული გზები აღარ იძლევა სასურველ შედეგებს;
• კანდიდატის პროფილის არასწორად ჩამოყალიბების გამო, ვაკანსია ვერ იხურება;
• ტალანტები, უმეტესად, თავს იკავებენ განაცხადი გააკეთონ კონკურენტ კომპანიებში;
• ხშირად, მხარეები ქმნიან არასწორ მოლოდინებს ერთმანეთის მიმართ;
• მთელი პროცესის არაეფექტიანობის გამო, ყველა კარგავს დროს, ფულს და სხვა რესურსს.

გთავაზობთ, იმ მენეჯერების, ლიდერების, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების (მათ შორის IT) მოძიებას და შერჩევაში დახმარებას, რომლებიც იქნებიან:

• კომპანიის კულტურასთან თავსებადი;
• ხელმძღვანელისთვის სამუშაოდ კომფორტული;
• მოტივირებული;
• კომპეტენტური;

მოკლე დროში, ვეცნობი თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავ იდეალური კანდიდატის პროფილს, ვადგენ პროექტის წარმატებით დასრულების შანსებს და საჭიროების შემთხვევაში, გაწვდით რეკომენდაციებს.

მიმდინარეობს ვაკანსიით ადამიანების დაინტერესება: სხვადასხვა არხებით ვაკანსიის გავრცელება, სანაცნობო ქსელის გამოყენება, ტალანტების ბაზით სარგებლობა, პოტენციურ კანდიდატებთან პირდაპირი კომუნიკაცია და ა.შ.

შერჩევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ხდება ვაკანსიით დაინტერებული ადამიანების ,,გაფილტვრა“ და საბოლოოდ გადარჩეული კანდიდატების შესახებ, თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება.

წარმოგიდგენთ საუკეთესო 2-3 კანდიდატს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან თქვენს მოთხოვნებს და დაგეხმარებით არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ მათთან წარმატებულ მოლაპარაკებაში.

10 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგში.

პირადი კომპეტენციისა და რესურსების 100% მთელ სამუშაოში.

მუდმივად განახლებული ტალანტების ბაზა და ვაკანსიის ქოფირაითინგი.

დამკვეთზე მორგებული ოპტიმალური ფასის ვარიანტები.

მარტივი, სწრაფი და კომფორტული სამუშაო პროცესი.

სერვისის საფასური დამოკიდებულია შემდეგ კომპონენტებზე:

• დამკვეთი კომპანიის საქმიანობა;
• ვაკანსიის შინაარსი;
• ვაკანსიების რაოდენობა;
• ვაკანსიის დახურვის პერიოდი.

დამატებითი დეტალებისთვის, დამიკავშირდით ელ. ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.

Play Video
Play Video
Play Video