(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ორგანიზაციული იდენტობა

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

რას ნიშნავს ორგანიზაციული იდენტობა?

დამფუძნებლების/მენეჯერების უმეტესობას, მაშინ როცა ბიზნესს იწყებენ და მართვენ, ფულის შოვნის მოტივაცია ამოძრავებთ. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ კომპანიის მიზანი ფინანსური მოგების მიღებაა. სინამდვილეში კი ფული ბიზნესის შედეგია, ხოლო მიზანი კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ყოველ დღე უნდა კონცენტრირდეს საკუთარ კლიენტებზე.

ზემოთ აღნიშნული ვერ მოხდება თუ კომპანიამ არ გააცნობიერა საკუთარი იდენტობა და უნიკალურობა: ვინ არის მათი კლიენტი (ინტერესები, საჭიროებები, ქცევა და ა.შ.), კონკრეტულად რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და როგორ გააკეთებს ამას – როცა იცი ვინ ხარ და ვის ემსახურები, უფრო მიზანმიმართულად იხარჯები.

რა სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება?

🔵 მარტივდება გადაწყვეტილებების მიღება-რეალიზაცია და უმჯობესდება მათი ხარისხიც;
🔵 იქმნება ეფექტიანი ბიზნესის სტრატეგია და ორგანიზაციული სტრუქტურა;
🔵 ორგანიზაციული იდენობა მენეჯერებს ეხმარება საკუთარი გუნდის მართვაში;
🔵 კლიენტები, პარტნიორები და ტალანტები მარტივად ხვდებიან კომპანიის სარგებლიანობას;
🔵 ხელი ეწყობა კორპორატიული კულტურის განვითარებას;

პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიაში შემუშავებული და დანერგილია:

🔵 მისია + გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები;
🔵 ხედვა;
🔵 ღირებულებები;

სერვისის ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობის სფეროზე, ზომასა და შესრულების ვადაზე.