ნებისმიერ ორგანიზაციას, განვითარების პროცესში, სხვადასხვა სახის პრობლემა უჩნდება. ნაწილი საჭიროა და მას კომპეტენციების შეძენაში ეხმარება, ნაწილი კი უდიდეს ზიანს აყენებს. ამ უკანასკნელის შედეგია კომპანიის გაუმართავი მუშაობა და შემოსავლების/მომგებიანობის შემცირება.
იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრები ამავე სისტემის ნაწილნი არიან, უჭირთ არსებული სისტემური პრობლემებისა და წყაროების ობიექტურად იდენტიფიცირება-შეფასება.
დიაგნოსტიკის ჰიბრიდული მეთოდის საშუალებით, გთავაზობთ, დაადგინოთ, რა მდგომარეობაშია თქვენი კომპანიის ,,ჯანმრთელობა“, რომლის შემდეგაც თავად გადაწყვეტთ, არის თუ არა თქვენს ბიზნესში ცვლილებების საჭიროება.
პროექტის დასრულების შემდეგ:
• გეცოდინებათ, რატომ არ ან ნელა იზრდება თქვენი ბიზნესი;
• გაიგებთ, რა გიშლით ხელს ორგანიზაციულ განვითარებაში;
• მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას ცვლილებების მართვაში;
• დაინახავთ ორგანიზაციული პრობლემების მოსაგვარებელ ეფექტიან გზებს;