(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

კონფლიქტების მოგვარება – მედიაცია

Lone wolf for business

რისთვის არის საჭირო მედიაცია?

ჯანსაღი კონფლიქტები ორგანიზაციისთვის საჭიროც კია, თუმცა ხდება ისეც, რომ თანამშრომლები, სამუშაო დროის განმავლობაში, მუდმივ დაპირისიპირებაში არიან, სამუშაოზე კონცენტრაცია კი ძალიან რთულდება. არის შემთხვევები, როცა ერთი ან რამდენიმე დეპარტამენტი მუდმივ კონფლიქტშია ხელმძღვანელობასთან და თითქმის შეუძლებელია გუნდურ მუშაობაზე საუბარიც კი.

უკიდურეს შემთხვევაში, რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს აკრავენ იარლიყს „კონფლიქტური“ და ადრე თუ გვიან ემშვიდობებიან ერთმანეთს. არის შემთხვევები, როცა თანამშრომლები იფიცებიან და ყოველ დღეზე, ორგანიზაცია კარგავს სერიოზულ ფინანსურ რესურსებს. კონფლიქტებისადმი არაპროფესიონალური მიდგომა აზიანებს კორპორატიული კულტურის განვითარებას, იკარგება ტალანტები და რაც მთავარია, ორგანიზაცია ვერ აღწევს დასახულ მიზნებს.

როგორ მოვიქცეთ თუ დამოუკიდებლად ვერ ვუმკლავდებით კონფლიქტს?

მედიატორის ჩართულობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ასეთ დროს, ის არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რაიმე კონკრეტული ინტერესი, გარდა მხარეებს შორის მშვიდობის არსებობისა. შეგახსენებთ, რომ მედიატორი არ არის პირი, რომელიც განსაზღვრავს ვინ არის მართალი და ვინ არა. არამედ, შუამავალი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მომსახურების ფარგლებში, გთავაზობთ კონფლიქტების მოგვარებას:

• დამფუძნებლებსა და ტოპ მენეჯმენტს შორის;
• მაღალი და შუა რგოლის მენეჯმენტს შორის;
• სხვა ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის;

მომსახურების ეტაპები

პროექტის ხანგძლივობაა არანაკლებ 10 დღეს (დამოკიდებულია არსებული კონფლიქტის სიმძიმეზე).

მომსახურების პირობები

სერვისის საფასური დამოკიდებულია სამუშაო საათების ოდენობაზე