(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

ლიდერობა – სტილი და განვითარება

Lone wolf for business

რისთვის არის საჭირო ლიდერობის სტილის განვითარება?

ექსპერტები დღემდე მსჯელობენ ლიდერებზე: იბადებიან თუ ხდებიან?! ნებისმიერ პასუხს, ყოველთვის ახლავს არგუმენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში შეიძლება, სრულად ან ნაწილობრივ, მისაღები იყოს. მე ვემხრობი იმ აზრს, რომ ლიდერობა არჩევანია: თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ უხელმძღვანელოთ ორგანიზაციას ან დეპარტამენტს, ყოველ დღე მოგიწევთ როგორც საკუთარ თავთან, ისე თქვენს გუნდთან მუშაობა, იმისთვის რომ განვითარდეთ და კომპანიამ თავის მიზნებს, მოსალოდნელ დონეზე მიაღწიოს.

იმ საკითხების გარდა, რომლებიც ლიდერობას ნამდვილად რთულ და საპასუხისმგებლო პროცესად აქცევს, არის ჩვენი ქვეყნის კულტურაც. ის წარმოადგენს ევროპულისა და აზიური კულტურის სინთეზს, რაც თითოეულ ორგანიზაციაში ადამიანების ქცევებზე განსხვავებულ და რთულად პროგნოზირებად გავლენას ახდენს.

თუ თქვენს ორგანიზაციაში მაღალი ან საშუალო რგოლის მენეჯერის თანამდებობა გიკავიათ, დაგეხმარებით შემდეგი კომპეტენციების განვითარებაში:

• ხედვის განსაზღვრა, მიზნების დასახვა და გადაწყვეტილების მიღება;
• გუნდის ახალი წევრების შერჩევა და მოტივაცია;
• სოციალური უნარების გაუმჯობესება: დროის მართვა, ინტერპერსონალური კომუნიკაციები, კონფლიქტების მართვა და ა.შ.
• ცვლილებების მართვა;

როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მუშაობის ფორმატი?

თქვენი საჭიროებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიყენოთ მუშაობის შემდეგი მეთოდები:

• მენტორინგი: გასწავლით და გაძლევთ რჩევებს;
• ქოუჩინგი: გეხმარებით თავად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზები;

რა სარგებელს მოგიტანთ შემოთავაზებული სერვისი?

• კიდევ უფრო უკეთესად გაიცნობთ საკუთარ თავს და აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს;
• გეხმარებათ, არა მხოლოდ ისწავლოთ ახალი, არამედ თავად თქვენც ასწავლოთ თქვენივე გუნდის წევრებს;
• განვითარდეთ ლიდერად, რომლის ქმედებები ადამიანებისთვის მისაბაძი და ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია.
• ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, თქვენ მარტო არ ხართ.

მომსახურების ეტაპები

პროექტის ხანგძლივობაა არანაკლებ 1 თვე (დამოკიდებულია დამკვეთზე).

მომსახურების პირობები

სერვისის საფასური დამოკიდებულია სამუშაო საათების რაოდენობაზე.